ალფრედ ადლერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ალფრედ ადლერი (გერმ. Alfred Adler [ˈaːdlɐ]; დ. 7 თებერვალი, 1870 — გ. 28 მაისი, 1937) — ავსტრიელი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი, ფსიქოთერაპევტი და ინდივიდუალური ფსიქოლოოგიის სკოლის დამფუძნებელი.[15] მან გამოკვეთა ინდივიდში არასულფასოვნების განცდა, გრძნობა და შექმნა თეორია არასრულფასოვნების კომპლექსის შესახებ[16], ეს ადამიანის ფსიქიკის ცალკე ფენომენია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის თვითჩამოყალიბება-განვითრებაში.[17] ადლერი ადამიანს ინდივიდუალურ მთლიანობად განიხილავდა და, ამიტომაც, ის თავის თეორიას „ინდივიდუალურ ფსიქოლოგიას“ უწოდებდა (ოღგლერი 1976). ადლერი პირველი იყო, ვინც ხაზი გაუსვა სოციალური ელემენტის მნიშნელობას ინდივიდის გარესამყაროსთან თვითშეგუების პროცესზე.[18] კვლევაში, რომელიც ჩატარდა 2002 წელს, ზოგადი ფსიქოლოგიის მიმოხილვა ადლერი მე-20 საუკუნის 67-ე ყველაზე გამოჩენილ ფსიქოლოგად დასახელდა.[19]
ალფრედ ადლერი | |
---|---|
გერმ. Alfred Adler | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 7 თებერვალი, 1870(1870-02-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] |
დაბ. ადგილი | Rudolfsheim, ავსტრია-უნგრეთის იმპერია[9] |
გარდ. თარიღი | 28 მაისი, 1937(1937-05-28)[10] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (67 წლის) |
გარდ. ადგილი | აბერდინი[11] |
დასაფლავებულია | ვენის ცენტრალური სასაფლაო |
მოქალაქეობა |
ავსტრია-უნგრეთის იმპერია გერმანული ავსტრია ავსტრიის პირველი რესპუბლიკა ![]() ცისლეიტანია |
საქმიანობა | ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი და ოფთალმოლოგი |
მუშაობის ადგილი | ვენის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ვენის უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | აბრაჰამ მასლოუ |
მეუღლე | რაისა ადლერი[11] |
მამა | Leopold Adler |
შვილ(ებ)ი | Alexandra Adler, Valentine Adler, Kurt A. Adler[11] და Cornelia Adler[12] |
გავლენა მოახდინეს | |
საიტი | adler-iaip.net |