აფონსუ IV გულადი (პორტ. Afonso IV o Bravo; დ. 8 თებერვალი, 1291, ლისაბონი, პორტუგალია — გ. 28 მაისი 1357, ლისაბონი, პორტუგალია) — პორტუგალიის მეფე ბურგუნდიელთა დინასტიიდან 1325 -1357 წლებში. დენიშისა და იზაბელა არაგონელის ვაჟი. იქორწინა 1309 წელს ბეატრისაზე, კასტილიის მეფის, სანჩო IV ასულზე.

სწრაფი ფაქტები პორტუგალიის მე-7 მეფე, მმართ. დასაწყისი: ...
აფონსუ IV
Afonso IV o Bravo
Thumb
პორტუგალიის მე-7 მეფე
მმართ. დასაწყისი: 7 იანვარი, 1325
მმართ. დასასრული: 28 მაისი 1357
წინამორბედი: დინიშ I
მემკვიდრე: პედრუ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 8 თებერვალი, 1291
დაბ. ადგილი: ლისაბონი, პორტუგალია
გარდ. თარიღი: 28 მაისი, 1357
გარდ. ადგილი: ლისაბონი, პორტუგალია
მეუღლე: ბეატრისა კასტილიელი
შვილები: მარია, კასტილიის დედოფალი
პედრუ I, პორტუგალიის მეფე
ლეონორი, არაგონის დედოფალი
დინასტია: ბურგუნდიული დინასტია
მამა: დინიშ I
დედა: ისაბელ არაგონელი
დახურვა

ტახტზე ასვლამდე, აფონსუ დიდხანს ეომებოდა თავის მამას. გამეფების შემდეგ კი მტრობდა თავის უკანონო ძმასთან აფონსუ სანჩესთან. საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებებამდე მიდიოდა. ბოლოს დედოფალმა იზაბელამ შეარიგა ისინი. აფონსუ აღარ სდებდა ბრალს ძმას მის წინააღმდეგ მოქმედებებში და დამეგობრდა კიდევაც მასთან. აფონსუ კარგი მმართველი იყო, იცავდა სამართლიაობას. მან ხალხს დიდი მხარდაჭერა გაუწია 1344 წლის დიდი მიწისძვრის დროს და 1348 წლის შავი ჭირის ეპიდემიისას. სიბერეში აფონსუს უთანხმოებები ჰქონდა თავის მემკვიდრესთან პედრუსთან.

ლიტერატურა

  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.