![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/82/Alanis_Morissette_5-19-2014.jpg/640px-Alanis_Morissette_5-19-2014.jpg&w=640&q=50)
ალანის მორისეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ალანის ნადინ მორისეტი (ინგლ. Alanis Nadine Morissette) (დ. 1 ივნისი, 1974. ოტავა, კანადა) — წარმოშობით კანადელი, ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი, მუსიკალური პროდიუსერი და მსახიობი, რომელსაც თორმეტი ჯუნოს და შვიდი გრემის ჯილდო აქვს მოპოვებული. მას დღეისთვის მსოფლიოში 55 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული.[1][2] მორისეტმა კარიერა კანადაში დაიწყო და ახალგაზრდობაში, ემ-სი-ეი რეკორდსთან თანამშრომლობისას, ორი საცეკვაო პოპ ალბომი ჩაწერა — Alanis და Now Is The Time. მომღერლის საერთაშორისო დებიუტი 1995 წელს როკ მუსიკით შთაგონებული ალბომით — Jagged Little Pill-ით შედგა, რომელიც დღემდე რჩება ქალი-მომღერლის ყველაზე გაყიდვად სადებიუტო ალბომად აშშ-ში. ეს ასევე მსოფლიო მასშტაბით ყველაზე კომერციულად წარმატებული სადებიუტო ალბომია, 30 მილიონზე მეტი გაყიდული ეგზემპლარით.[3][4] ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციაზე და გაერთიანებულ მსოფლიო ჰიტ-აღლუმებზე დაყრდნობით, ალანისი ყველაზე წარმატებული როკ-შემსრულებელი ქალია მუსიკის ისტორიაში. მისი მომდევნო ალბომი — Supposed Former Infatuation Junkie, რომელიც 1998 წელს გამოვიდა, აგრეთვე წარმატებული აღმოჩნდა, ხოლო მოგვიანებით, ალბომებზე Under Rug Swept, So-Called Chaos და თავის ბოლო ნამუშევარზე — Flavors of Entanglement-ზე ალანის მორისეტმა პროდიუსერის სამუშაოც შეითავსა. 2005 წლის თებერვალში, მორისეტი აშშ-ს ნატურალიზებული მოქალაქე გახდა, თუმცა პარალელურად კანადის მოქალაქეობაც შეინარჩუნა.[5]
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
ალანის მორისეტი | |
---|---|
![]() | |
დაბადების სახელი | ალანის ნადინ მორისეტი |
დაბადების თარიღი |
1 ივნისი, 1974 (1974-06-01) (50 წლის) ოტავა, ონტარიო, კანადა |
მოქალაქეობა | კანადა და ამერიკა (ორმაგი) |
საქმიანობა | მომღერალი-სიმღერების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი, მსახიობი |
აქტიური | 1987–დღემდე |
მეუღლე(ები) | მარიო ტრედუეი (იქ. 2010) |
პარტნიორ(ებ)ი |
|
შვილ(ებ)ი | 1 |
ინსტრუმენტი | ვოკალი, ფორტეპიანო, გიტარა, ფლეიტა, ჰარმონიკა |
ჟანრი | ალტერნატიული როკი, პოსტ-გრანჟი, პოპ-როკი, ელექტრონიკა |
ლეიბლები | MCA Canada, Maverick, Collective Sounds |
ასოციაციები | ტიმ თორნი, Dave Matthews Band |
საიტი | alanis.com |