მომღერალი და კომპოზიტორი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტერმინი მომღერალი და კომპოზიტორი — შემსრულებელს, რომელიც ტექსტს წერს, სიმღერას ქმნის და თვითონვე ასრულებს მას. ხშირად მთელ კომპოზიციას ან სიმღერას თვითონვე უწევს მუსიკალურ აკომპანემენტს. არტისტული გამოხატვის ამგვარი ფორმა ჩვეულებრივია იმ შემსრულებლებს შორის, რომლებიც პოპ მომღერლებისგან განსხვავებით, ნაკლებად ცნობილი არიან. ზოგიერთი ასეთი არტისტი პუბლიკასთან უშუალო ურთიერთობის გზას და ინტენსიურ ტურნეებს მიმართავს, რომ თაყვანისმცემლები გაიჩინოს. ისინი ხშირად გამოდიან კერძო მიწვევებზე, ყავის სახლებში, ფოლკ კლუბებსა და ფესტივალებზე.