From Wikipedia, the free encyclopedia
ალან გარსია პერესი (ესპ. Alan Gabriel Ludwig García Pérez; დ. 23 მაისი, 1949, ლიმა, პერუ — გ. 17 აპრილი, 2019, ლიმა, პერუ) — პერუელი პოლიტიკური მოღვაწე. პერუს პრეზიდენტი 1985–1990 წელს და 2006–2011 წლებში.
ალან გარსია პერესი | |
პერუს 89-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 ივლისი, 1985 – 28 ივლისი, 1990 | |
წინამორბედი | ფერნანდო ბელაუნდე ტერი |
მემკვიდრე | ალბერტო ფუხიმორი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 ივლისი, 2006 – 28 ივლისი, 2011 | |
წინამორბედი | ალეხანდრო ტოლედო |
მემკვიდრე | ოლიანტა უმალა |
დაბადებული | 23 მაისი, 1949 ლიმა, პერუ |
გარდაცვლილი | 17 აპრილი, 2019 (69 წლის) ლიმა, პერუ |
დაიბადა პოლიტიკოსის ოჯახში. მამამისი სახალხო–რევოლუციური ალიანსის მდივანი იყო მანუელ ოდრიას მმართველობის დროს. დაამთავრა სან-მარკოსის უნივერსიტეტი. სტუდენტობისას გახდა ალიანსის აქტივისტი. 1982–1985 წწ. იყო ალიანსის გენერალური მდივანი. არის პერუს 1979 წლის კონსტიტუციის ერთ–ერთი ავტორი. 1980–1985 წწ – პერუს პარლამენტის დეპუტატი. 1992 წელს დაადანაშაულეს კორუფციაში რის გამოც საცხოვრებლად წავდა კოლუმბიაში, სადაც ცხოვრობდა 2001 წლამდე. 2006 წლის 28 ივნისს მეორედ დაიკავა პერუს პრეზიდენტის თანამდებობა.
2019 წლის 17 აპრილს, 69 წლის ასაკში, ალან გარსიამ დაკავების მომენტში თავი მოიკლა. მას ბრალად ედებოდა კორუფციაში მონაწილეობა და ქრთამის აღება.[1][2][3][4]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.