![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/28/Al-Khansa.jpg/640px-Al-Khansa.jpg&w=640&q=50)
ალ-ხანსა
From Wikipedia, the free encyclopedia
უმ ამრ თუმადირ ბინთ ამრ იბნ ალ-რაშიდი (არაბ. تماضر بنت عمرو بن الحرث بن الشريد السُلمية), უფრო ცნობილია, როგორც ალ-ხანსა (არაბ. الخنساء დ. 575, ნეჯდი, არაბეთი — გ. 645, ნეჯდი, არაბეთი) — არაბი პოეტი ქალი სულაიმის ტომისა. ალ-ხანსას შემოქმედება მთლიანად მარსიებისაგან (სამგლოვიარო ლექსი) შედგება, რომელიც ეძღვნება წარმართობის დროს ბრძოლაში დაღუპულ მის ძმებს მუავიასა და სახრს. ალ-ხანსას მარსიები გულწრფელი გრძნობებითა და დახვეწილი სტილით გამოირჩევა. მოესწრო ისლამის გავრცელებას, გამაჰმადიანდა შვილებთან ერთად[3].