აზავადი
From Wikipedia, the free encyclopedia
აზავადის დამოუკიდებელი სახელმწიფო (არაბ. دولة أزواد المستقلة Dawlat Azawād al-Mustaqillah; ფრანგ. État indépendant de l’Azawad) — არაღიარებული სახელმწიფო, რომელიც ცალმხრივად გამოცხადდა 2012 წელს, ტუარეგების მიერ მართული სეპარატისტების აზავადის განთავისუფლების ეროვნული მოძრაობისა (MNLA) და მალის არმიას შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ. სეპარატისტები მოითხოვენ და აკონტროლებენ ტომბუქტუს, კიდალს, გაოს, ასევე მოპტის რეგიონის ნაწილს — ტერიტორიებს, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ მალის რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილადაა აღიარებული.[1] თვითგამოცხადებული აზავადის ტერიტორია მალის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარეობს და სამხრეთით ესაზღვრება ბურკინა-ფასო, დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით — მავრიტანია, ჩრდილოეთით — ალჟირი, აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით — ნიგერი. დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქია გაო.[2]
აზავადის დამოუკიდებელი სახელმწიფო دولة أزواد المستقلة État indépendant de l'Azawad აზავადი |
||||
---|---|---|---|---|
|
||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | გაო 16°16′ ჩ. გ. 0°03′ ა. გ. | |||
ოფიციალური ენა | ტუარეგი, არაბული, სონგაი, ფულანი, ბამანა, ფრანგული | |||
მთავრობა | დროებითი მთავრობა | |||
- | გენერალური მდივანი | ბილიალ აგ აშერიფი | ||
დროის სარტყელი | +0 | |||
სატელეფონო კოდი | 223 | |||
¹დამოუკიდებლობას საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს |
2012 წლის 6 აპრილს, MNLA-მა, რომელიც რეგიონის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს, თავის საიტზე გამოაქყვეყნა განცხადება აზავადის მალისგან დამოუკიდებლობის თაობაზე. ამავე დღეს, გაოში, მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ბილიალ აგ აშერიფმა ხელი მოაწერა აზავადის დამოუკიდებლობის დეკლარაციას, რომლითაც ასევე გამოცხადდა MNLA-ს თვითგამოცხადებული დროებითი ადმინისტრაცია მანამდე, სანამ ჩამოყალიბდება „ეროვნული მთავრობა“.[3] დეკლარაციას საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს.