ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიები – მსოფლიოში არსებობს 16 მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია.

ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიები

ამჟამად მსოფლიოში არსებობს 14 საყოველთაოდ აღიარებული ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, აქედან ცხრა არის საპატრიარქო რანგისა (კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, მოსკოვის, საქართველოს, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის), სამი ავტოკეფალური სამთავარეპისკოპოსო (კვიპროსის, საბერძნეთის, ანუ ელადის და ალბანეთის) და ორი ავტოკეფალური სამიტროპოლიტო (პოლონეთის და ჩეხეთ-სლოვაკეთის). არსებობს კიდევ ამერიკის ავტოკეფალური სამიტროპოლიტო, რომლის ავტოკეფალიას, ჯერჯერობით, მხოლოდ ეკლესიათა ნაწილი აღიარებს, მათ შორის საქართველოს საპატრიარქოც, ხოლო კონსტანტინოპოლი არ ცნობს.

ყველა ეკლესიის მეთაური (მიუხედავად იმისა პატრიარქის, მთავარეპისკოპოსის, თუ მიტროპოლიტის წოდებას ატარებს) ერთმანეთთან მიმართებაში თანასწორნი და დამოუკიდებელნი არიან. ყოველი მათგანი თავის რწმუნებულ ეკლესიას მართავს თავისი სინოდის საშუალებით.

მეტი ინფორმაცია #, ეკლესია ...
#ეკლესიამღვდელთმთავარიწოდებაკათედრადიპტიხი
1.კონსტანტინოპოლისყოვლადუწმინდესი ბართლომე Iმთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქიკონსტანტინოპოლი1
2.ალექსანდრიისუნეტარესი თეოდორე IIპაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისაალექსანდრია2
3.ანტიოქიისუნეტარესი იოანე Xპატრიარქი ღმრთისა ქალაქისა დიდისა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთისადამასკო3
4.იერუსალიმისუნეტარესი თეოფილე IIIპატრიარქი წმინდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისაიერუსალიმი4
5.რუსეთისუწმინდესი კირილე Iპატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისამოსკოვი5
6.საქართველოსუწმინდესი და უნეტარესი ილია IIსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტითბილისი9
7.სერბეთისუწმინდესი პორფირიეუწმინდესი მთავარეპისკოპოსი პეჩისა, მიტროპოლიტი ბელგრად-კარლოვაცისა, პატრიარქი სრულიად სერბეთისაბელგრადი6
8.რუმინეთისუნეტარესი დანიელიმთავარეპისკოპოსი ბუქარესტისა, მიტროპოლიტი მუნტენიისა და დობრუჯისა, ნაცვალი (მოსაყდრე) კაბადოკიის კესარიისა, მიტროპოლიტი უნგრეთ-ვლახეთისა და პატრიარქი სრულიად რუმინეთისაბუქარესტი7
9.ბულგარეთისნეოფიტემიტროპოლიტი სოფიისა და პატრიარქი სრულიად ბულგარეთისასოფია8
10.კვიპროსისუნეტარესი ქრიზოსტომოსი IIმთავარეპისკოპოსი ახლისა იუსტინიანესი და სრულიად კვიპროსისანიქოზია10
11.ელადისუნეტარესი იერონიმე IIმთავარეპისკოპოსი ათენისა და სრულიად ელადისაათენი11
12.ალბანეთისუნეტარესი ანასტასიმიტროპოლიტი ტირანა-დურეს-ელბასანისა და მთავარეპისკოპოსი ტირანისა და სრულიად ალბანეთისატირანა12
13.პოლონეთისუნეტარესი საბამიტროპოლიტი ვარშავისა და სრულიად პოლონეთისავარშავა13
14.ჩეხეთისა და სლოვაკეთისუნეტარესი როსტისლავიმთავარეპისკოპოსი პრეშოვისა და მიტროპოლიტი სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკეთისაპრეშოვი14
15.ამერიკისუნეტარესი ტიხონიმთავარეპისკოპოსი ვაშინგტონისა და მიტროპოლიტი სრულიად ამერიკისა და კანადისანიუ-იორკი15
16.უკრაინისეპიფანეკიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტიკიევი16
დახურვა

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.