ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია (ჩეხ. Pravoslavná církev v Českých zemích a na Slovensku — ჩეხეთისა მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია) — ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესია, უკავია მე–14 ადგილი მართლმადიდებელი ეკლესიების დიფტიქში. იურისდიქცია ვრცელდება ჩეხეთსა და სლოვაკეთზე.

დაარსდა დიდი მორავიის სამთავროს ტერიტორიაზე 863 წელს წმინდანი ძმების კირილე და მეთოდეს მიერ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შედიოდა მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში, ავტოკეფალია მოიპოვა 1951 წელს. აქვს 4 ეპარქია: პრაღის (რეზიდენცია პრაღაში), ოლომოუცკო–ბრნოს (ბრნო), პრეშოვის (პრეშოვი) და მიხაილოვსკის (მიხაილოვცე). ეკლესიის სათავეში დგას მიტროპოლიტი პრეშოვისა და სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკეთისა, უნეტარესი როსტისლავი.
2001 წლის აღწერით სლოვაკეთში ეკლესიას ჰყავს 50 363 მრევლი, ხოლო ჩეხეთში – 22 968 (რომელთა უმრავლესობა ეროვნებით უკრაინელია).
იხილეთ აგრეთვე
- ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები
- ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტები
რესურსები ინტერნეტში
- ჩეხეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2019-12-25 საიტზე Wayback Machine.
- სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური საიტი
- ელექტრონული გამოცემა "ხატულა" დაარქივებული 2021-01-15 საიტზე Wayback Machine.
- ჟურნალი "მართლმადიდებლობის ხმა"
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.