პატრიარქი კირილე (რუს. Патриа́рх Кири́лл, ერისკაცობაში — ვლადიმირ მიხაელის ძე გუნდიაევი, რუს. Влади́мир Миха́йлович Гундя́ев; დ. 20 ნოემბერი, 1946, ლენინგრადი, საბჭოთა კავშირი) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი 2009 წლიდან.[1]

სწრაფი ფაქტები ეკლესია, პირადი მონაცემები ...
კირილე I
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი, მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქი
Thumb
ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
პირადი მონაცემები
საერო სახელი ვლადიმირ მიხაელის ძე გუნდიაევი
დაბადების თარიღი 20 ნოემბერი, 1946 (საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი)
რელიგია ქრისტიანობა
დახურვა

ბიოგრაფია

  • ერისკაცობაში - ვლადიმირ გუნდიაევი;
  • დაიბადა 1946 წლის 20 ნოემბერს ქ. ლენინგრადში;
  • 1965 წელს ჩააბარა ლენინგრადის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი ლენინგრადის სასულიერო აკადემიაში;
  • 1969 წლის 3 აპრილს აღკვეცილ იქნა ბერად და სახელად ეწოდა კირილე;
  • 1969 წლის 7 აპრილს ხელდასხმულ იქნა ბერდიკვნად;
  • 1969 წლის 1 ივნისს ხელდასხულ იქნა მღვდელმონოზონად;
  • 1971 წლის 12 სექტემბერს აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში;
  • 1976 წლის 14 მარტს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად;
  • 1977 წლის 2 სექტემბერს აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში;
  • 1991 წლის 25 თებერვალს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში;

მოსკოვის პატრიარქი

2008 წლის 6 დეკემბერს ალექსი II-ის გარდაცვალებიდან მეორე დღეს რუსეთის წმინდა სინოდმა კირილე პატრიარქის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნა. 9 დეკემბერს, ალექსი II-ის დაკრძალვისას კირილეს გული წაუვიდა. 2009 წლის 27 იანვარს 700-დან 508 ხმით წმინდა სინოდმა აირჩია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად; 2009 წლის 1 თებერვალს შედგა ინტრონიზაცია.

ეკუმენიზმი

რომის პაპ ბენედიქტ XVI-სთან კონტაქტების გამო რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის კონსერვატიულმა ფრთამ კირილე ეკუმენიზმში დაადანაშაულა. კირილემ საჯაროდ განაცხადა რომ დიალოგის მიზანი ეკლესიების გაერთიანება არ ყოფილა და კომპრომისზე არცერთი მხარე არ წასულა.[2]

ტური ლათინურ ამერიკაში

2008 წელს ლათინური ამერიკის მოლოცვისას პატრიარქი კირილე კუბის კომუნისტური პარტიის პირველ მდივანს, ფიდელ კასტროს შეხვდა. კასტრომ კირილე ამერიკული იმპერიალიზმის დამარცხებაში მოკავშირედ გამოაცხადა. ჰავანაში პირველი რუსული მართლმადიდებლური ტაძრის აშენებისთვის პატრიარქმა ფიდელ კასტრო და რაულ კასტრო წმინდა დანიელ მოსკოველის ორდენით დააჯილდოვა.

ადმინისტრაციული რეფორმა

2011 წელს პატრიარქმა ტაჯიკეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთსა და თურქმენეთში ცენტრალური აზიის მიტროპოლიტური მხარე დააარსა, რომელმაც მეზობელი ეპარქიები გააერთიანა.

მთავრობასთან ურთიერთობები

პატრიარქ კირილეს ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციასთან მჭიდრო ურთიერთობები აქვს. 2012 წელს რელიგიური ლიდერების შეხვედრაზე მან პუტინის პრეზიდენტობის ერას „ღვთის სასწაული“ უწოდა.

საჯარო სკანდალები

ბინის მტვერი

2012 წლის მარტში რუსეთის ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა იური შევჩენკომ პატრიარქთან სასამართლო დავა წააგო. კირილეს პრესტიჟული კერძო ბინის ზედა სართულზე სარემონტო სამუშაოებისას შევჩენკოს დაქირავებული მუშების შექმნილმა მტვერმა პატრიარქის ძვირფასი წიგნები დასვარა. ამის გამო ყოფილ მინისტრს კომპენსაციის სახით 20 მილიონი რუბლის გადახდა დაეკისრა.[3] წიგნები მტვერს არ დაუზიანებია, მაგრამ პატრიარქის თქმით შევჩენკოს პატიება შეუსაბამო იქნებოდა.[4]

ფუსი რაიოთი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.