ადრიანო ჩელენტანო
From Wikipedia, the free encyclopedia
ადრიანო ჩელენტანო (იტალ. Adriano Celentano; დ. 6 იანვარი, 1938, მილანი, იტალია) — იტალიელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, კომპოზიტორი, მსახიობი, კინორეჟისორი, კინოპროდიუსერი, ტელეწამყვანი და საზოგადო მოღვაწე.
ადრიანო ჩელენტანო | |
---|---|
![]() | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 6 იანვარი, 1938 (1938-01-06) (86 წლის) |
დაბ. ადგილი | მილანი[1] |
წარმოშობა | მილანი, იტალია |
ჟანრ(ებ)ი | პოპ-მუსიკა, როკ-მუსიკა |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი, მსახიობი, კინორეჟისორი, სატელევიზიო წამყვანი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, გიტარა |
აქტიური | 1957–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Clan Celentano |
ხელმოწერა |
![]() |
საიტი | www.clancelentano.it |
ადრიანო ჩელენტანო ვიკისაწყობში |
ითვლება იტალიაში როკ-ენ-როლის ერთ-ერთ პირველ შემსრულებლად. ერთ-ერთი პირველი იტალიელი არტისტი პოპულარული მუსიკის სფეროში, რომელმაც საყოველთაო აღიარება და საერთაშორისო „ვარსკვლავის სტატუსი“ მოიპოვა მუსიკალურ ინდუსტრიაში მიღწეული შემოქმედებითი და კომერციული წარმატების თვალსაზრისით. მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ექვსასზე მეტი სიმღერა აქვს შესრულებული.[2][3] გამოცემული აქვს ორმოცდაერთი სტუდიური ალბომი, რომელთა საერთო ტირაჟი 150 მილიონ ეგზემპლარს აჭარბებს.[4][5]
მონაწილეობა აქვს მიღებული ორმოცზე მეტ კინოფილმში. „დავიდ დი დონატელოს“ ჯილდოს ორგზის მფლობელი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმებში: „ბლეფი“ (1976) და „ხავერდოვანი ხელები“ (1980).
1989 წელს გადაეცა ქალაქ მილანის უმაღლესი ჯილდო — „ოქროს ამბროსი (იტალ. Ambrogino d’oro“).
2007 წელს ჟურნალმა Time Out „100 ყველაზე კაშკაშა კინოვარსკვლავის“ სიაში იგი პირველ ადგილას დაასახელა.[6]
ადრიანო ჩელენტანოს პატივსაცემად 1987 წლის 24 აპრილს აღმოჩნილ № 6697 ასტეროიდს მისი სახელი ეწოდა.[7][8]