From Wikipedia, the free encyclopedia
ადალბერტ რიკენი (გერმ. Adalbert Ricken; დ. 30 მარტი, 1851 — გ. 1 მარტი, 1921) — გერმანელი მღვდელი და მიკოლოგი. მისი სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა Ricken.
დაიაბადა 1851 წლის 30 მარტს ქალაქ ფულდაში. სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ გახდა მღვდელი (1873). გარკვეული ხნის შემდეგ მას ვიურცბურგის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
რიკენი იყო გერმანიის სოკოების ილუსტრირებული მონოგრაფიის, „Die Blätterpilze“-ის ავტორი, რომელიც 1910-1915 წლებში 15 ნაწილად გამოიცა ლაიფციგში.
რიკენის ჰერბარიუმის (გამშრალ მცენარეთა კოლექცია) ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. აკვარელით შესრულებული სოკოების ნახატები და მიკროპრეპარატები, რომლებიც ინახებოდა ბერლინის ბოტანიკურ მუზეუმში, მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა.
ადალბერტ რიკენი გარდაიცვალა 1921 წლის 1 მარტს, ქალაქ ფრიცლარში, 69 წლის ასაკში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.