მთა საქართველოში და რუსეთში From Wikipedia, the free encyclopedia
აგეფსთა, იაღიაფსთა, აღეფსთა[1] (აფხ. Аӷаԥсҭа < аӷ — „სეტყვა“ და аԥсҭа — „ხეობა“) — მთა საქართველოში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გაგრის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, საქართველოსა და რუსეთის კრასნოდარის მხარის საზღვარზე, მდინარე გეგის მარცხენა შენაკად აგეფსთის სათავესთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 3257 მ. აგებულია ბაიოსური ტუფ-პორფირიტებით. მკაფიოდ ემჩნევა მეოთხეული გამყინვარების კვალი. თანამდეროვე გამყინვარება მცირეა, უფრო ჩრდილოეთ კალთაზეა. 1700–1800 მ-მდე სოჭნარი და წიფლნარია, ზემოთ კი სუბალპური მაღალი ბალახეული და ალპური მდელოები. მისასვლელი გზა მდინარეების გეგისა და მზიმთის სათავეებიდან.[2]
აგეფსთა | |
---|---|
აგეფსთა აიბღის ქედიდან | |
კოორდინატები: 43°32′53″ ჩ. გ. 40°28′53″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | გუდაუთის მუნიციპალიტეტი კრასნოდარის მხარე |
სიმაღლე | 3257 მ |
ქედი | გაგრის ქედი |
სურათები ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.