აბიდოსის დინასტია
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
აბიდოსის დინასტია — ძველი ეგვიპტის ფარაონების დინასტია. მართავდა ზემო ეგვიპტის ნაწილს ეგვიპტის მეორე გარდამავალი პერიოდის დროს ძვ. წ. 1650-1600 წლების განმავლობაში. სხვა დინასტიებისაგან განსხვავებით, რომელთაც ნომერი მისცა მანეთონმა, ამ დინასტიას ნომერი არ აქვს[1].
იმის შესახებ, რომ მსგავსი დინასტია აბიდოსში არსებობდა, პირველად 1988 წელს განაცხადა დეტლეფ ფრანკემ[2]. 1997 წელს ეგვიპტოლოგმა კიმ რიჰოლტმა გამოთქვა ვარაუდი, რომ აღნიშნული დინასტია მართავდა ეგვიპტეს XV და XVI დინასტიების პარალელურად[3].
დინასტიის არსებობა დადასტურდა 2014 წლის იანვარში, როდესაც არქეოლოგმა ჯოზეფ ვეგნერმა აბიდოსში აღმოაჩინა აქამდე უცნობი ფარაონის სენებკაის საფლავი, რომელიც აგებული იყო დაახლოებით ძვ. წ. 1650 წელს[1][4][5].
დინასტია სავარაუდოდ იყო ადგილობრივი წარმოშობისა და სრულიად დამოუკიდებელნი იყვნენ ჰიქსოსებისაგან. თუ ვიმსჯელებთ საფლავის მცირე ზომებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ დინასტიას ჰქონდა მცირე რესურსები[5].
სამეფო ნეკროპოლისი მდებარეობს აბიდოსის სამხრეთში ე. წ. ანუბისის მთასთან, მის ახლობლად მდებარეობს შუა სამეფოს ფარაონების სენუსერტ III-ისა (XII დინასტია) და სებეხოტეპ I-ის (XIII დინასტია) საფლავები[1].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.