From Wikipedia, the free encyclopedia
სებეხოტეპ I — ძველი ეგვიპტის ფარაონი XIII დინასტიიდან. ქვეყანას მართავდა ძვ. წ. 1724-1718 წლებში[1], მეორე გარდამავალ პერიოდში.
სებეხოტეპ I | |
---|---|
ეგვიპტის ფარაონი | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ. წ. 1724 |
მმართ. დასასრული: | ძვ. წ. 1718 |
წინამორბედი: | ჰორი |
მემკვიდრე: | ხენჯერი |
დინასტია: | XIII დინასტია |
მამა: |
გაურკვეველია, სავარაუდოდ ამენემჰეტ IV |
არსებობს ვარაუდი, რომ სებეხოტეპ I იყო XII დინასტიის უკანასკნელი ფარაონის ამენემჰეტ IV-ის შვილი[2]. ფარაონ სებეხოტეპის შესახებ ინფორმაციას ვგებულობთ სხვადასხვა წარწერებიდან, ერთ-ერთი მათგანი გვატყობინებს, რომ იგი დაიწერა ფარაონ სებეხოტეპის მმართველობის მეოთხე წელს. მაშასადამე, იგი ქვეყანას არანაკლებ ოთხი წელი მართავდა[3].
2013 წლის დასაწყისში აბიდოსში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად არქეოლოგთა ჯგუფმა ჯოზეფ ვეგნერის ხელმძღვანელობით აღმოაჩინეს სებეხოტეპ I-ის საფლავი. საფლავის კუთვნილების დადგენა მოხდა 2014 წლის 6 იანვარს, სამარხში ნაპოვნი ფილების (რომლებზეც სებეხოტეპ I-ის სახელი იყო ამოტვიფრული) და ასევე, ტახტზე მჯდომარე ფარაონის ნახატების წყალობით შეძლეს[4]. სარკოფაგი, რომელიც დაახლოებით 60 ტონას იწონის, წითელი კვარციტისაგანაა დამზადებული[5].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.