From Wikipedia, the free encyclopedia
აბაზური ენა[1] (აბაზ. Абаза бызшва [abaza byzšwa]) — აფხაზურ-ადიღური ენების ოჯახის აფხაზურ-აბაზური ქვეჯგუფის ენა. აბაზური ენის დღე — 14 იანვარი. აბაზური ენა აფხაზურ ენასთან ერთად ქმნის ერთ ენობრივ ერთეულს, მაგრამ ტერიტორიული გათიშულობის გამო აბაზური სალიტერატურო ენა გამიჯნულია აფხაზური სალიტერატურო ენისაგან. საკუთრივ აბაზური ენა გავრცელებულია ძირითადად რუსეთის ფედერაციის ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში.
აბაზური ენა Абаза бызшва | |
გავრცელებულია | რუსეთი თურქეთი |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 48.000 კაცი |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | იბერიულ-კავკასიური ენები
|
დამწერლობის სისტემა | კირილიცა, აბაზური დამწერლობა |
ენის კოდები | ISO 639-1: ab ISO 639-2: abq ISO 639-3: abq |
რუკა | |
აფხაზურ-აბაზური ენების გავრცელების არეალი
| |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-abq}} |
ვიკიმედიის ინკუბატორში არის ვიკიპედიის სატესტო განყოფილება — აბაზური ენა |
ამ ენაზე ლაპარაკობს დაახლოებით 38 000 კაცი რუსეთში, ხოლო 10 000 — თურქეთში.[2]
აქვს ორი დიალექტი — ტაპანთური (ტაფობისა, ველისა), რომელზეც ლაპარაკობს უმრავლესობა და აშხარული (მთისა). სხვაობა დიალექტებს შორის უპირატესად ფონეტიკურია. მნიშვნელოვანი ფონეტიკური სხვაობაა კილოკავებსა და თქმებშიც. აბაზური ენის მორფოლოგიური წყობა არსებითად ისეთივეა, როგორიც აფხაზური ენისა. ზოგადი სხვაობა თავს იჩენს სახელის გაფორმებაში (განსაზღვრულობა — განუსაზღვრელობა, ე. წ. ბრუნვის ფორმათა წარმოება, თანადროულთა სისტემა და სხვა). აბაზურ ენაზე (განსაკუთრებით მის ტაფანთურ დიალექტზე), კერძოდ ლექსიკაზე. სიტყვათწარმოებასა და ფრაზეოლოგიაზე საგრძნობი გავლენა მოუხდენია ადიღურ ენებს. აბაზურ სალიტერატურო ენას საფუძვლად უდევს ტაპანთური დიალექტის ყუბინაელბურგანის კილოკავი (ე. წ. შიშინა ვარიანტი).
აბაზური ენის დამწერლობა შეიქმნა 1932 წელს ლათინური გრაფიკის საფუძველზე. 1938 წლიდან შემოღებულია კირილიცა და მოიცავს 71 ასო–ნიშანს (გრაფემას).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.