From Wikipedia, the free encyclopedia
ჯორჯ ტაულონ მანე ოპონგ უსმან ვეა (ინგლ. George Tawlon Manneh Oppong Ousman Weah; დ. 1 ოქტომბერი, 1966, მონროვია, ლიბერია) — ლიბერიელი პოლიტიკოსი და ყოფილი ფეხბურთელი. ლიბერიის პრეზიდენტი 2018 წლის 22 იანვრიდან.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ჯორჯ ტაულონ მანე ოპონგ უსმან ვეა | ||
დაბადების თარიღი | 1 ოქტომბერი, 1966 | ||
დაბადების ადგილი | მონროვია, ლიბერია | ||
სიმაღლე | 184 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1981–1984 | იანგ სურვაივერს კლარეტონი | ||
1984–1985 | ბონგრენჯ კომპანი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1985–1986 | მაითი ბაროლი | 10 | (7) |
1986–1987 | ინვიზიბლ ილევენი | 23 | (24) |
1987 | აფრიკა სპორტსი | 2 | (1) |
1987–1988 | ტონერი იაუნდე | 18 | (14) |
1988–1992 | მონაკო | 103 | (47) |
1992–1995 | პარი სენ-ჟერმენი | 96 | (32) |
1995–2000 | მილანი | 114 | (46) |
2000 | ჩელსი | 11 | (3) |
2000 | მანჩესტერ სიტი | 7 | (1) |
2000–2001 | მარსელი | 19 | (5) |
2001–2003 | ალ-ჯაზირა | 8 | (13) |
ეროვნული ნაკრები | |||
1988–2007 | ლიბერია | 75 | (18) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე აფრიკის, ევროპისა და აზიის საფეხბურთო კლუბებში და ლიბერიის ნაკრებში. განსაკუთრებით კარგად წარმოაჩინა თავი იტალიურ საფეხბურთო კლუბ მილანში და ფრანგულ კლუბებში მონაკოსა და პარი სენ-ჟერმენში. 1995 წელს გახდა პირველი არაევროპელი ფეხბურთელი რომელმაც მოიგო ოქროს ბურთი, ფიფა-მ კი დაასახელა მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 52-ე ადგილზე დასახელდა.[1]
2005 წელს კენჭი იყარა ლიბერიის საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც მეორე ტურში დამარცხდა მომავალ პრეზიდენტთან ელენ ჯონსონ-სირლიფთან, რომელიც პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა აფრიკის ისტორიაში.
BDFA · FBref.com[მკვდარი ბმული] · FootballDatabase.eu · L’Équipe · National Football Teams · Soccerbase · Soccerway · playmarkerstats.com · Transfermarkt · WorldFootball.net |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.