From Wikipedia, the free encyclopedia
ჯეფ ლინდსი (ნამდვილი სახელი — ჯეფრი ლინდსი; ინგლ. Jeff Lindsay; დ. 14 ივლისი, 1952) — ამერიკელი მწერალი.
ჯეფ ლინდზი | |
---|---|
ინგლ. Jeff Lindsay | |
დაბადების თარიღი | 14 ივლისი, 1952[1] [2] [3] [4] (72 წლის) |
დაბადების ადგილი | მაიამი |
ფსევდონიმი | Jeff Lindsay |
საქმიანობა | მწერალი, რომანისტი და დრამატურგი |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | მიდლბერის კოლეჯი და Ransom Everglades School |
ჟანრი | crime fiction |
Magnum opus | Darkly Dreaming Dexter |
ჯილდოები | Dilys Award |
მეუღლე | Hilary Hemingway |
ჯეფრი დაიბადა 1952 წლის 14 ივლისს, ქალაქ მაიამიში. 1970 წელს დაამთავრა „Ransom Everglades School“ — სკოლა და ჩააბარა „Middlebury College“–ში. მან კოლეჯში სწავლა 1975 წელს დაამთავრა.
ჯეფრის ბევრი ადრინდელი შემოქმედების თანაავტორია მისი მეუღლე ჰილარი ჰემინგუეი, რომელიც ერნესტ ჰემინგუეის ნათესავად ეკუთვნის.
პირველი წიგნი დექსტერზე „დექსტერის მძინარე დემონი“, შესაძლო იყო გამარჯვებულიყო ლიტერატურულ კონკურს „Mystery Writers of America‘s Edgar Awards“–ზე, საუკეთესო პირველი ნოველის კატეგორიაში. წიგნი ნომინაციაზე გამსვლელი ნოველების სიაში შეიყვანეს, მაგრამ შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ჯეფრის 90-იან წლებში რამდენიმე მოთხრობა ჰქონდა გამოცემული, რამაც მისი კონკურსიდან გამოთიშვა გამოიწვია.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ მას დექსტერის პირველი წიგნისთვის უნდა დაერქვა „პინოქიოს სისხლისდის“. სათაური მწერალს მისმა შვილმა შესთავაზა. გამომცემელი წიგნის ამ სათაურით გამოცემას არ დასთანხმდა და ჯეფრიც იძულებული გახდა, რაიმე უკეთესი მოეფიქრებინა.
2006 წელს „Showtime“-მა „დექსტერის მძინარე დემონი“-ის მიხედვით გადაიღო სერიალი. წიგნის სერიების მიხედვით სერიალის მხოლოდ პირველი სეზონია გადაღებული, დანარჩენი სეზონები კი მკვეთრად განსხვავდებიან ნოველებისგან.
ჯეფრიმ სერიულ მკვლელ დექსტერ მორგანზე რვა წიგნი დაწერა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.