From Wikipedia, the free encyclopedia
ჯგუფურა (ლათ. Lyophyllum decastes) — ლიოფილუმის გვარის სოკო ლიოფილუმისებრთა ოჯახისა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში. იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ზაფხულ-შემოდგომით.
ჯგუფურა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Lyophyllum decastes (Fr.) Singer, 1951 | |||||||||||||||
|
კარგ საჭმელ სოკოდ ითვლება. გამოიყენება ახალი, დამწნილებული და დამუჟუჟებული, ასვე ხმარობენ წვნიანებშიც.
სოკო პირველად აღწერა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1818 წელს როგორც Agaricus decastes. მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა გერმანელმა მიკოლოგმა როლფ ზინგერმა 1951 წელს.
სამეცნიერო სინონიმები:
ქუდის დიამეტრი — 4-10 (12) სმ, ხორციანი, სიგრძივ ზოლებიანი. ნორჩობაში ქუდი ნახევარსფეროსებრია, შეკეცილი კიდეებით, შემდგომში — ამოზნექილ-გაშლილია გადაკეცილი ან აწეული კიდეებით. იშვიათად — მცირე ზომის ბრტყელი მუქი ქერცლებით ცენტრში. ნოტიო ამინდში ტენიანი და რამდენადმე წებოვანია. ქუდის ფერი — ტალახისფერ-თეთრი, ნაცრისფერი ან ნაცრისფერ-ყავისფერი, კიდეები უფრო ღია. ასაკთან ერთად ღიავდება; დაჭერისას ფერს არ იცვლის.
რბილობი — მკვრივი, ელასტიური, ბოჭკოვანი, ღია ან მონაცრისფრო-ყავისფერი, სუსტად გამოხატული ფქვილის სუნითა და სასიამოვნო გემოთი.
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები ხშირი, განიერი, 0,5 სმ სიგანეში, თანაბარი კუთხეებით, ოდნავ დაღმავალი ან შეზრდილი, ზრდასრულობაში ზოგჯერ შორდება ფეხს. ტალახისფერ-თეთრი ან მოყვითალო (დაჭერისას მუქდება).
ფეხის სიგრძე — 3-8 (10) სმ სისქე — 0,5-2,5 სმ, მკვრივი, მთლიანი, ცილინდრული, ძირისკენ გამსხვილებული ან ოდნავ გაბერილი. ფირფიტებთან თეთრი, ძირისკენ მონაცრისფრო-მურა. ზედაპირი გლუვი, რბილობი სიგრძივ ბოჭკოვანი, ქუდთან მიმართებაში ფეხი ზოგჯერ ექსცენტრულია.
სპორების ფხვნილი თეთრია.[2][3][4] სპორები — 5-7×5-6 მკმ, გლუვი, განიერელიფსისებრი, უფერული.
საპროფიტია. იზრდება ნიადაგზე ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, უპირატესობას ანიჭებს ტყის და გზის პირებს, მეჩხერ ტყეებს, ზოგჯერ გვხვდება ბაღებში, პარკებსა და საძოვრებზე. როგორც წესი ნაყოფს ისხამს დიდ ჯგუფებად, იშვიათად ერთეულებად. ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში.
სეზონი — ზაფხულის ბოლოდან შემოდგომამდე.
ჯგუფურა ასევე წააგავს მანჭკვალასა და კლიტოციბეს გვარის რამდენიმე წარმომადგენელს.
კარგ საჭმელ სოკოდ ითვლება. გამოიყენება ახალი, დამწნილებული და დამუჟუჟებული, მხოლოდ ქუდი.[5] ასევე ხმარობენ წვნიანებშიც. შემწვარ სოკოს ახასიათებს ქათმის გემო.[6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.