From Wikipedia, the free encyclopedia
შვედეთის მოსახლეობა — 2020 წლის ნოემბრის მონაცემებით შვედეთის მთლიანი მოსახლეობა 10,380,245 ადამიანის ტოლია. 10 მილიონს მოსახლეობამ პირველად 2017 წლის 20 იანვარს გადაააჭარბა.[1][2] ქვეყნის ყოველი მეოთხე მოქალაქე (24,9%) არის იმიგრანტი, ხოლო ყოველ მესამე მოქალაქეს (32,3%) მინიმუმ ერთი მშობელი ჰყავს დაბადებული საზღვარგარეთ. მოსახლეობის სიმჭიდროვე არის 25 ადამიანი კმ²-ზე; აღნიშნული მაჩვენებელი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ბევრად მაღალია, ვიდრე ჩრდილოეთში. მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 85% ქალაქებში ცხოვრობს.[3] ქვეყნის დედაქალაქ სტოკჰოლმის მოსახლეობა დაახლოებით 950 000 ადამიანია, ხოლო სტოკჰოლმის მეტროპოლია 2,3 მილიონ ადამიანს მოიცავს. მოსახლეობის სიდიდით მეორე და მესამე ქალაქებია არის გეტებორგი და მალმე. გეტებორგის მეტროპოლიის მოსახლეობა დაახლოებით 1 მილიონია. სკონეს დასავლეთ ნაწილში, ერესუნის სრუტის გასწვრივ მოსახლეობა დაახლოებით 4 მილიონს შეადგენს. დიდი ქალაქების გარდა, მოსახლეობის მაღალ სიმჭიდროვეს ვხვდებით ესტერგეტლენდის სასოფლო-სამეოურნეო ნაწილში, დასავლეთ სანაპიროზე, მალარენის ტბის გარშემო და უფსალას გარშემო მდებარე სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე.
აქ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები Statistiska centralbyrån-ს ეყრდნობა 2010 წლის მდგომარეობით.
მიუხედავად შვედების ტრადიციული რაოდენობრივი უპირატესობისა დღევანდელ შვედეთში საკმაოდ მრავალფეროვანია არა მხოლოდ ეროვნებათა, არამედ რასათა საერთო სურათიც, რაც განვითარებადი ქვეყნებიდან პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზეზების გამო იმიგრირებული მოსახლეობის ზრდის შედეგია. ქვეყნის მოსახლეობა ფაქტობრივად ორ ძირითად ჯგუფად: ავტოქთონებად და იმიგრანტებად იყოფა. ავტოქთონებს შორის შვედები და ფინო-უგრული წარმოშობის ძირძველი მოსახლეობა ჭარბობს. ეთნიკურ შვედებს გერმანიკული წარმომავლობა აქვთ და ერთანი მოსახლეობიდან 7,5 მლნ კაცს შეადგენენ. შვედების გარდა ქვეყნის ჩრდილოეთში 17 000 საამი ცხოვრობს. ფინეთის საზღვართან კი, რომელიც ოდესღაც შვედეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, 50 000 ეთნიკური ფინელი სახლობს, ხოლო ქვეყნის ცენტრალურ რაიონებში 450 ათასზე მეტი ფინელია, რომლებიც XX საუკუნეში გადასახლდნენ სამშობლოდან. ამასთანავე თავად ფინეთში შვედური მრავალსაუკუნოვანი უმცირესობა ბინადრობს 300 000 კაციანი შემადგენლობით, რაც ფინეთის მოსახლეობის 6%-ია. შვედური ენა ფინეთში მეორე ენად მიიჩნევა, აი, ფინური ენა კი შვედეთში საკმაოდ შეზღუდულია და სახელმწიფო დონეზე არანაირი სტატუსი არ გააჩნია.
შვედეთის მოსახლეობის 82% შვედური ეკლესიის მრევლია. შვედური ეკლესია ლუთერანულია და სახელმწიფოს 2000 წელს გამოეყო. გარდა ამისა, შეინიშნებიან კათოლიკები, მართლმადიდებლები და ბაპტისტები. საამების ნაწილი ანიმიზმის მიმდევარია. ქვეყანაში ემიგრაციის გამო ბოლო ხანებში მუსულმანთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი მიმდევრები გაჩნდნენ.
წელი | მოსახლეობა |
---|---|
1000 | 400 000 |
1100 | 400 000 |
1200 | 400 000 |
1250 | 500 000 |
1300 | 500 000 |
1350 | 400 000 |
1400 | 500 000 |
1450 | 600 000 |
1500 | 650 000 |
1550 | 750 000 |
1600 | 900 000 |
1650 | 1 100 000 |
1700 | 1 363 000 |
1725 | 1 400 000 |
1750 | 1 780 700 |
1760 | 1 925 200 |
1770 | 2 042 600 |
1780 | 2 118 300 |
1790 | 2 187 700 |
1800 | 2 347 300 |
1810 | 2 377 900 |
1820 | 2 584 700 |
1830 | 2 888 100 |
1840 | 3 138 900 |
1850 | 3 482 500 |
1860 | 3 859 700 |
1870 | 4 168 500 |
1880 | 4 565 700 |
1890 | 4 785 000 |
1900 | 5 136 400 |
1910 | 5 522 400 |
1914 | 5 679 600 |
1920 | 5 904 500 |
1930 | 6 142 200 |
1939 | 6 341 300 |
1940 | 6 371 400 |
1950 | 7 041 800 |
1960 | 7 498 000 |
1970 | 8 081 200 |
1980 | 8 317 900 |
1990 | 8 590 600 |
2000 | 8 873 100 |
2010 | 9 354 426 |
ევროსტატის მიხედვით შვედეთში ცხოვრობს 1.33 მილიონი საზღვარგარეთ დაბადებული ადამიაანი, რაც მთლიანი მოსახლეობის 14.3%-ს შეადგენს. აქედან 859 000 (9.2%) ევროპის კავშირის გარეთ, ხოლო 477 000 (5.1%) ევროპის კავშირის ქვეყნებშია დაბადებული.[4][5] ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფები არიან:
შვედეთში დაახლოებით 100,000 – 120,000 ასურელები ცხოვრობს.[6][7] ერაყელი მიგრანტების უმეტესობას ქრისტიანი ასურელები წარმოადგენენ.
2000 - 2010 წლებში ყველაზე სწრაფად მზარდი ეთნიკურ ჯგუფები არიან:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.