From Wikipedia, the free encyclopedia
უადაის რეგიონი (ფრანგ. Ouaddaï, არაბ. منطقة وداي) — ჩადის რეგიონი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი აბეშე. ფართობი — 30 000 კმ², მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 731 679 ადამიანს.[1][2][3][4]
რეგიონი | |
---|---|
უადაის რეგიონი ფრანგ. Ouaddaï არაბ. منطقة وداي | |
ქვეყანა | ჩადი |
ადმ. ცენტრი | აბეშე |
შიდა დაყოფა | Abdi, Assoungha Department და Ouara Department |
კოორდინატები | 13°49′48″ ჩ. გ. 20°49′58″ ა. გ. |
ფართობი | 30 000 კმ² |
მოსახლეობა | 731 679 კაცი (2009) |
სიმჭიდროვე | 24,39 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
უადაის რეგიონი მდებარეობს ჩადის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით რეგიონს ესაზღვრება უადი-ფირის რეგიონი, დასავლეთით ბათის რეგიონი, სამხრეთით სილის რეგიონი. აღმოსავლეთით რეგიონზე გადის სახელმწიფო საზღვარი ჩადსა და სუდანის დარფურის რეგიონს შორის.
ბუნებრივ-კლიმატური თვალსაზრისით უადაის რეგიონი მდებარეობს საჰელის ზონაში.
უადაის რეგიონში ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფებია მაბა, ზაგავა და ჩადის არაბები. გაბატონებული რელიგია — ისლამი. 2003 წელს დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ მეზობელი სუდანის დარფურის რეგიონიდან ჩადის უადაის რეგიონში შემოვიდა და დევნილთა ბანაკებში დასახლდა რამდენიმე ასეული ათასი სუდანელი ზაგავას, ფორის და მასალიტის ტომის ხალხი.
ადმინისტრაციული თვალსაზრისით უადაის რეგიონი იყოფა 3 დეპარტამენტად — აბდი (შედგება 3 ქვეპრეფექტურისაგან), ასუნგა (6 ქვეპრეფექტურისაგან), უარა (7 ქვეპრეფექტურისაგან).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.