From Wikipedia, the free encyclopedia
ტიბესტის რეგიონი (ფრანგ. Tibesti, არაბ. منطقة تبستي) — ჩადის რეგიონი. შეიქმნა 2008 წლის 19 თებერვალს ჩადის ადმინისტრაციული რეფორმის შედეგად, რის შედეგადაც გაიზარდა რეგიონების რაოდენობა[1], რეფორმამდე შედიოდა უფრო მსხვილი რეგიონის — ბორკუ-ენედი-ტიბესტის შემადგენლობაში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბარდაი. ფართობი — 130 000 კმ², მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 21 970 ადამიანს.[2][3][4][5]
რეგიონი | |
---|---|
ტიბესტის რეგიონი ფრანგ. Tibesti არაბ. منطقة تبستي | |
ქვეყანა | ჩადი |
ადმ. ცენტრი | Bardaï |
შიდა დაყოფა | Tibesti Ouest და Tibesti Est |
კოორდინატები | 21°25′00″ ჩ. გ. 17°04′00″ ა. გ. |
დაარსდა | 2008 |
ფართობი | 130 000 კმ² |
მოსახლეობა | 21 970 კაცი (2009) |
სიმჭიდროვე | 0,17 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
რეგიონის სახელწოდება წარმოსდგება მის ტერიტორიაზე მდებარე ტიბესტის მთიანეთის გამო.
ტიბესტის რეგიონი მთლიანად მდებარეობს საჰარის უდაბნოს ზონაში ჩადის ჩრდილოეთით. რეგიონის რელიეფს განსაზღვრავს ტიბესტის მთიანეთი. კლიმატი მკვეთრად კონტინენტალურია, ჰაერის ტემპერატურა ზაფხულში იწევს 45 °C-მდე.
ტიბესტის რეგიონში კლდეზე შესრულებული ნახატები ამტკიცებენ, რომ აქ არსებობდა ნეოლითის ხანის ცივილიზაცია 25 ათასი წლის წინ.
პირველი ევროპელი, რომელიც 1859 წელს ესტუმრა ტიბესტის რეგიონს და ნებართვის გარეშე ქალაქ ზუარს, იყო გუსტავ ნახტიგალი. ამისთვის მას მიესაჯა სიკვდილით დასჯა, მისი თხოვნა შეწყალების შესახებ უარყოფილი იქნა, მაგრამ მას უშველა ადგილობრივმა არისტოკრატმა არამი ტეტიმიმ, რომელმაც მას თავშესაფარი მისცა.
ტიბესტის რეგიონი დასახლებულია ტუბუს ეთნიკური ჯგუფით, რომლებიც ცხოვრობენ არა მარტო ჩადში, არამედ ნიგერში, ლიბიაში, სუდანში და ეგვიპტეში. მოსახლეობა ძირითადად სუნიტი მუსლიმებია.
ადმინისტრაციული თვალსაზრისით ტიბესტის რეგიონი იყოფა 2 დეპარტამენტად: აღმოსავლეთი ტიბესტი (შედგება 4 ქვეპრეფექტურისაგან) და დასავლეთი ტიბესტი (3 ქვეპრეფექტურისაგან).
ტიბესტის რეგიონის ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა — მეცხოველეობა (თხების და აქლემების მოშენება), ასევე მიწათმოქმედება (ფინიკის პალმა). მოსახლეობის ნაწილი მომთაბარე ცხოვრებას მისდევს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.