From Wikipedia, the free encyclopedia
„სამხრეთის დედოფალი“ (ესპ. La Reina del Sur) — ესპანურენოვანი ტელენოველა, რომელიც გადაღებულია აშშ-ში მოქმედი ქსელ ტელემუნდოს მიერ ესპანურ ტელეარხ ანტენა 3-თან და კოლუმბიურ RTI Producciones-თან ერთად. ტელენოველას საფუძვლად უდევს ესპანელი მწერლის — არტურო პერეს-რევერტეს ამავე სახელწოდების ნოველა. დრამა ასახავს მექსკიელი (კულიაკანი, სინალოას შტატი) ახალგაზრდა ქალის — ტერესა მენდოსას განდიდებას, რომელიც სამხრეთ ესპანეთში ყველაზე ძლევამოსილი ნარკომოვაჭრე ხდება.
სამხრეთის დედოფალი | |
---|---|
ავტორი | არტურო პერეს-რევერტე |
სცენარი | რობერტო სტოპელიო |
რეჟისორი | ვალტერ დოენერი, მაურისიო კრუსი |
მონაწილეობენ |
კატე დელ კასტილიო უმბერტო სურიტა რაფაელ ამაია ივან სანჩესი |
ქვეყანა | აშშ კოლუმბია ესპანეთი |
ეპიზოდი | 63 |
წარმოება | |
პროდიუსერ(ებ)ი | პატრისიო უილსი, უგო ლეონ ფერერი |
ხანგრძლივობა | 42-45 წთ. |
ორიგინალური არხი | Telemundo |
პირველად ეთერში | 28 თებერვალი, 2011 |
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
ტელენოველის აღმასრულებელი პროდიუსერია ტელემუნდოს სატელევიზიო სტუდიების პრეზიდენტი პატრისიო უილსი. სამხრეთის დედოფლის დასრულების შემდეგ მან ტელემუნდო დატოვა და RTI Producciones-ის პრეზიდენტად დაინიშნა.
$10 მილიონიანი ბიუჯეტით, სამხრეთის დედოფალი ყველაზე ძვირადღირებული ტელენოველაა, რაც კი ოდესმე ტელემუნდოს შეუქმნია.[1] მისი პრემიერა აშშ-ში სწორედ ამ არხზე შედგა 2011 წლის 28 თებერვალს, რაც არხის ყველაზე მაღალრეიტინგული პრემიერა გამოდგა,[2] ხოლო ფინალურმა სერიამ ტელემუნდოს 19 წლიან ისტორიაში ყველაზე მაღალი რეიტინგი დააფიქსირა 4,2 მილიონი მაყურებლით, რომელთა ასაკიც ძირითადად 18-49 წელი იყო.[3] ასეთმა წარმატებამ ტელემუნდოს უბიძგა პირველად წარედგინა თავის ნამუშევარი ემის ნომინაციაზე.[4]
სამხრეთის დედოფალი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უჩვენეს, მათ შორის კოლუმბიაში,[5] ჩილეში,[6] ნიკარაგუაში, კოსტა-რიკაში, მექსიკაში, კვიპროსში,[7] სერბეთში, ალბანეთში, უნგრეთში, სლოვენიასა და ხორვატიაში. 2011 წლის ზაფხულიდან ტელენოველა გადის ასევე საქართველოში, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.