From Wikipedia, the free encyclopedia
არტურო პერეს-რევერტე (ესპ. Arturo Pérez-Reverte; დ. 25 ნოემბერი 1951) — ესპანელი რომანისტი და ჟურნალისტი. ოცი წლის მანძილზე (1973–1994) მუშაობდა კორესპონდენტად საომარი ადგილებიდან. 1986 წელს გამოიცა მისი პირველი ნოველა El húsar, რომელიც ნაპოლეონის ომებს ეხებოდა. ესპანეთის ფარგლებს გარეთ იგი ძირითადად ცნობილია თავის ნოველათა სერიით Captain Alatriste. 2003 წლის 12 ივნისიდან რევერტე ესპანეთის სამეფო აკადემიის წევრია.
პერეს-რევერტეს ნოველები ძირითადად კონცენტრირებულია მკაცრად განსაზღვრულ ხასიათითზე (ქალის ან კაცის) და წარმოაჩენს ავტორის ჰემინგუეის მსგავს ჩვეულებას, როდესაც თითოეულ პერსონაზე აგებს კომპლექსურ შრეებს. მისი გეგმები სწრაფად მოძრაობს და მწერალი ხშირად მიმართავს მთხრობელს, რომელიც რაღაცნაირად დაკავშირებულია ამ ამბავთან.
მოქმედებათა უმრავლესობა ესპანეთში ან ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ხდება და ხშირად ეყრდნობა ესპანეთის ისტორიას, კოლონიურ წარსულს, ხელოვნებასა და კულტურას, უძველეს საგანძურებსა და ზღვას. ნოველები ხშირად ეყრდნობა თანამედროვე პერიოდის მნიშვნელოვან საკითხებს, მაგალითად ნარკოვაჭრობასა თუ რელიგიისა და პოლიტიკის ურთიერთობას.
თავის ძირითად ხასიათში, ავტორი ხშირად გამოხატავს პესიმიზმს ადამიანურ ქცევებთან დაკავშირებით, რაც მას მიღებული აქვს საკუთარი გამოცდილებით საომარ მოქმედებებში, ისეთ ადგილებში, როგორებიცაა მაგალითად სალვადორი, ხორვატია თუ ბოსნია,[17] ასევე კრიმინალური ისტორიების კვლევებიდან.
თავდაპირველად იგი ეწინააღმდეგებოდა მისი ნოველების თარგმნას ორიგინალი ესპანური ვერსიიდან სხვა რომელიმე ენაზე, გარდა ფრანგულისა. თუმცა, ზოგიერთი მისი ნამუშევრის თარგმნა შესაძლებელი გახდა ინგლისურ ენაზე. უმრავლესი მათგანი ასევე ხელმისაწვდომია პორტუგალიურადაც.
მისი წიგნები ნათარგმნია თურქულად: ფლანდრიული პანელი (Flaman Tablosu), კაპიტან ალტარისტეს სერიები (Komutan Alatriste, Güney'in Kraliçesi, Saflığın Çekiciliği), დიუმას კლუბი (Dumas Kulübü), მეფეთა ოქრო და სხვები.
კარიერის მანძილზე, განსაკუთრებით კი ბოლო ნახევარში, პერეს–რევერტე ცნობილია ჩვეულებით, რომ დაიმკვიდროს მოხეტიალის, არა–პარტიზანის და დროის მიერ გაცვეთილი პერსონის სავაჭრო მარკა. ეს ფაქტი ბევრ სხვა ჟურნალისტთან და მწერალთან კონფლიქტის წყარო გახდა.[18]
პერეს–რევერტე დაიბადა ესპანეთში, ქალაქ კარტახენაში. ჟურნალისტის კარირეა დაიწყო ამჟამად დახურულ გაზეთ Pueblo–ში, შემდეგ კი საომარი ადგილებიდან კორესპონდენტის რანგში განაგრძო ესპანეთის სახელმწიფო ტელევიზიაში (Televisión Española). TVE–ში მუშაობისას, შიდა საქმეებით გადაღლილმა რევერტემ ჟურნალისტიკაზე ხელი აიღო და გადაწყვიტა მთელი თავის დრო წერისთვის მიეძღვნა.
მისი გოგონა კარლოტა ალატრისტეს მისი პირველი ნოველის თანაავტორი იყო. ცხოვრობს ლა–ნავატასა (მადრიდთან ახლოს) და მშობლიურ კარტახენაში, სადაც ის აფროსნობით ერთობა. მისი მეგობარია ესპანელი ნოველისტი ხავიერ მარიასი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.