From Wikipedia, the free encyclopedia
რონალდ უილსონ რეიგანი (ინგლ. Ronald Wilson Reagan; დ. 6 თებერვალი, 1911 — გ. 5 ივნისი, 2004) — ამერიკელი პოლიტიკოსი და მსახიობი, 1981-1989 წლებში აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი, ხოლო იქამდე, 1967-1975 წლებში კალიფორნიის 33-ე გუბერნატორი და პროფკავშირის ლიდერი.
რონალდ რეიგანი Ronald Reagan | |
აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 იანვარი, 1981 – 20 იანვარი, 1989 | |
ვიცე-პრეზიდენტი | ჯორჯ ჰ. ბუში |
წინამორბედი | ჯიმი კარტერი |
მემკვიდრე | ჯორჯ ჰ. ბუში |
კალიფორნის 33-ე გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 იანვარი, 1967 – 7 იანვარი, 1975 | |
წინამორბედი | პეტ ბრაუნი |
მემკვიდრე | ჯერი ბრაუნი |
დაბადებული | 6 თებერვალი, 1911 ტამპიკო, ილინოისი |
გარდაცვლილი | 5 ივნისი, 2004 (93 წლის) ლოს-ანჯელესი |
ეროვნება | ამერიკელი |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია (1962–მდე) რესპუბლიკური პარტია (1962–2004) |
მეუღლე | 1. ჯეინ უიმანი 2. ნენსი რეიგანი |
პროფესია | მსახიობი |
ხელმოწერა |
რეიგანი გაიზარდა ჩრდილოეთი ილინოისის პატარა ქალაქის ღარიბ ოჯახში. სკოლაში სწავლის შემდეგ მან ეურეკას სკოლაში, სოციოლოგიის ფაკულტეტზე. 1932 წლიდან იგი რამდენიმე რადიოსადგურზე სპორტულ კომენტატორად მუშაობდა. 1937 წელს რეიგანი კალიფორნიის შტატში გადავიდა და სამსახიობო კარიერა დაიწყო, რომლის განმავლობაშიც იგი ორჯერ აირჩიეს კინომსახიობთა გილდიის, მსახიობების პროფკავშირის ლიდერად, სადაც იგი კომუნისტური გავლენის მოსპობას ცდილობდა. 1950-იან წლებში, რეიგანმა სატელევიზიო კარიერა დაიწყო და გარდა ამისა, General Electric-ის ქარხნებში მუშებისთვის სამოტივაციო სიტყვით გამოდიოდა. 1950-იანი წლებიდან, რეიგანის პოლიტიკურმა შეხედულებებმა მარვჯვნივ დაიწყო გადაწევა. 1962 წელს, მან დემოკრატების რიგები დატოვა და რესპუბლიკელთა ბანაკში გადაინაცვლა. 1964 წელს, რეიგანი სიტყვით გამოვიდა ბარი გოლდუოტერის საპრეზიდენტო კამპანიის მხარდასაჭერად, რომელმაც მას პოპულარობა და მხარდამჭერთა ბაზა გაუჩინა, რის შემდეგაც, 1966 წელს, იგი კალიფორნიის გუბერნატორად აირჩიეს. გუბერნატორობის პირველი ვადის დროს, რეიგანმა გაზარდა გადასახადები, შტატის ბიუჯეტი დეფიციტიდან პროფიციტამდე მიიყვანა, არ წავიდა დათმობაზე საპროტესტო აქციის მონაწილეებთან და აქციების დროს შტატში ეროვნული გვარდიის ნაწილები შეიყვანა. 1970 წელს რეიგანი მეორე ვადაზე აირჩიეს. 1968 და 1976 წლებში, რეიგანმა მონაწილეობა მიიღო რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერში და ორჯერვე დამარცხდა. 1980 წელს მან გამარჯვება მოახერხა და საპრეზიდენტო არჩევნებში იმდროინდელი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი დაამარცხა.
რეიგანმა პრეზიდენტის თანამდებობა 1981 წელს დაიკავა და თავიდანვე ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური ინიციატივე გამოაჩინა. მისი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც „რეიგანომიკა“ უწოდეს, ითვალისწინებდა გადასახადების დონის შემცირებას, ეკონომიკის ფედერალურ დერეგულაციას, ფულის მასის კონტროლს ინფლაციის შესამცირებლად და ხარჯების შემცირებას. თავისი პირველი ვადისას, რეიგანმა ომი გამოუცხადა ნარკოტიკებს და პროფკავშირებს და მკვლელობის მცდელობა გადაიტანა. მისი ორი ვადის განმავლობაში, ინფლაცია შემცირდა 12,5%-დან 4,4%-მდე, ხოლო საშუალო ნაღდი მშპ 3,4%-ით შემცირდა. შიდა პოლიტიკაში, რეიგანმა შეამცირა ხარჯები და გაზარდა სამხედრო ბიუჯეტი. 1984 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რეიგანმა შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა და თეთრ სახლში მეორე ვადით დარჩა. მეორე ვადის დროს, ძირითადი თემები იყო ცივი ომის დასრულება, ლიბიის დაბომბვა და ირანკ-კონტრასის საქმე. საგარეო პოლიტიკაში რეიგანმა დაიკავა რადიკალურად ანტი-საბჭოთა პოზიცია, ხოლო მისი სიტყვით გამოსვლები, რომლებშიც მან სსრკ-ს „ბოროტების იმპერია“ უწოდა და გორბაჩოვს ბერლინის კედელის დანგრევისკენ მოუწოდა ისტორიაში შევიდა. თავისი მეორე ვადის დროს რეიგანმა გორბაჩოვთან ერთად მოაწერა „საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის“ შეთანხმებას, რითიც ცივი ომის ორი მთავარი მონაწილის ბირთვული არსენალი საკმაოდ შემცირდა. რეიგანის პრეზიდენტობის ბოლო წლებში საბჭოთა კავშირმა დაკნინება დაიწყო; ბერლინის კედელი დაინგრა რეიგანის მიერ პრეზიდენტის თანამდებობის დატოვებიდან ათ თვეში. 1991 წლის 26 დეკემბერს, რეიგანის პრეზიდენტობიდან თითქმის სამი წლის გასვლის შემდეგ საბჭოთა კავშირი დაიშალა.
1989 წლის იანვარში, თანამდებობის დატოვების შემდეგ, რეიგანის პრეზიდენტობას დადებითად აფასებდა გამოკითხულთა 68%.[1] დუაიტ ეიზენჰაუერის შემდეგ, იგი იყო პირველი პრეიდენტი, რომელიც თეთრ სახლში ორი სრული ვადით იყო. პრეზიდენტობის შემდეგ რეიგანი აპირებდა აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების წარმოებას, თუმცა, 1994 წელს მან გაასაჯაროვა, რომ ალცჰაიმერით იყო დაავადებული. ბოლოს, რეიგანი რიჩარდ ნიქსონის დასაფლავებაზე, 1994 წელს გამოჩნდა. რეიგანი 2004 წლის შემდეგ, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მასზე დიდხანს ყოფილი პრეზიდენტებიდან იცხოვრა ჯერალდ ფორდმა, რომელიც 2006 წელს გარდაიცვალა. ისტორიკოსების საპრეზიდენტო შეფასებაში რეიგანი, ჩვეულებრივ, მაღალ პოზიციებს იკავებს, ხოლო რესპუბლიკური პარტიის და კონსერვატიული იდეოლოგიის მიმდევრებისთვის იგი შეუცვლელ იკონად რჩება.
რონალდ უილსონ რეიგანი დაიბადა ილინოისის შტატის ქალაქ ტამპიკოში მდებარე კომერციული შენობის მეორე სართულზე მდებარე ბინაში, 1911 წლის 6 თებერვალს. იგი იყო ნელი კლაიდის და ჯონ ედვარდ „ჯეკ“ რეიგანის უმცროსი შვილი.[2] ჯეკი სამუშაოს ხშირად იცვლიდა, თუმცა, ძირითადად, გამყიდველის პოზიციაზე მუშაობდა; მისი წინაპრები იყვნენ კათოლიკე ირლანდიელი იმიგრანტები ტიპერარის რაიონიდან,[3] ხოლო ნელის ვენებში ჩქეფდა ნახევრად ინგლისური და ნახევრად შოტლანდიური სისხლი.[4] რეიგანის უფროსი ძმა, ჯონ ნილ რეიგანი (1908-1996) სარეკლამო მენეჯერი გახდა.[5]
რეიგანის მამა შვილს „ჰოლანდიელს“ ეძახოდა. ეს განპირობებული იყო იმით, რომ პატარა რონალდი ჰგავდა „პატარა, მსუქან ჰოლანდიელს“ და ჰქონდა „ჰოლანდიელი ბიჭის“ ვარცხნილობა;[6] ზედმეტსახელი რონალდ რეიგანს ახალგაზრდობის პერიოდამდე გამოჰყვა.[6] ბავშვობაში, მისი ოჯახი ილინოისის სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობდა.[7] 1919 წელს ისინი დაბრუნდნენ ტამპიკოში, სადაც მაღაზიის თავზე ცხოვრობდნენ, ხოლო მოგვიანებით საბოლოოდ გადავიდნენ დიქსონში.[2] როდესაც რეიგანი უკვე პრეზიდენტი გახდა და თეთრი სახლის ზემოთ სართულზე ცხოვრობდა, მან განაცხადა, რომ „კიდევ ერთხელ, მაღაზიის ზემოთ ცხოვრობდა“.[8]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.