From Wikipedia, the free encyclopedia
როზე (ინგლ. Rose Atoll, ზოგჯერ როზეს კუნძული, ვარდების კუნძული) — დაუსახლებელი[1] ატოლი, ნაკრძალი მანუას კუნძულების შორიახლოს. ამერიკის სამოას შემადგენელი ნაწილია. ძველი დასახელებაა — მოტუ-ო-მანუ (Motu O Manu).
მშობ. სახელი: ინგლ. Rose Atoll | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 14°32′48″ ს. გ. 168°09′07″ დ. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 2 |
მთავარი კუნძული | როზეს კუნძული |
ფართობი | 0,214 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 3,5 მ |
ამერიკის სამოა | |
ადმინისტრაციული ერთეული | არაორგანიზებული ატოლი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2010) |
როზეს ატოლი — ამერიკის სამოას ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე კუნძულია[2]. მდებარეობს 144 კმ-ში აღმოსავლეთით კუნძულ ტაუდან და 1615 კმ-ით სამხრეთში ეკვატორიდან.
ატოლი წარმოადგენს ზღვის დანალექების რგოლს, რომლის ზედაპირს აქვს ვარდისფერი შეფერილობა მარჯნული წყალმცენარეების ლიტოტამნიის გამო.
ატოლის ხმელეთის ფართობი შეადგენს 0,214 კმ²-ს. როზეს საერთო ფართობი, ლაგუნის და რიფის ზედაპირის ჩათვლით, შეადგენს 5 კმ²-ს. ატოლის ჩრდილოეთი წერტილის ცოტათი დასავლეთით მდებარეობს სრუტე სიგანით 40 მეტრი, რომელიც აერთებს ლაგუნებს წყნარი ოკეანის წყლებთან. რიფის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ორი მომცრო კუნძული: როზეს კუნძული (სიმაღლე 3,5 მეტრი) და სენდის კუნძული (სიმაღლე 1,5 მეტრი).
როზეს ატოლი 1819 წლის 21 ოქტომბერს აღმოაჩინა ფრანგმა მოგზაურმა ლუი დე ფრეისინემ (ფრანგ. Louis Claude Desaulces de Freycinet), რომელმაც ატოლს სახელი დაარქვა თავისი ცოლის პატივსაცემად, რომელიც ასევე მონაწილეობდა მის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში[2]. მაგრამ ზღვაოსანი ატოლზე არ გადმოსულა.
1824 წელს ატოლის არსებობის შესახებ განაცხადა რუსმა მოგზაურმა ოტო კოცებუმ, რომელმაც მას უწოდა კორდინკოვის კუნძული. 1838 წლის 23 სექტემბერს ატოლ როზეს გვერდით გაცურა ფრანგმა ზღვაოსანმა ჟიულ-სეზარ სებასტიენ დიუმონ-დიურვილმა. პირველი ადამიანი, ვისი კუნძულზე გადასვლა დოკუმენტალურად არის დადასტურებული, გახდა ამერიკელი კომოდორი ჩარლზ უილკსი (ეს მოხდა 1839 წლის 7 ოქტომბერს)[2].
1920 წლის იანვარში ატოლ როზეზე გადმოვიდა ამერიკის სამოას გუბერნატორი, რომელმაც კუნძულზე დასვა ნიშანი: «როზეს კუნძული, ამერიკის სამოა, ფლობის უფლების დარღვევა აკრძალულია…».
1941 წლის 14 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა ატოლი გამოაცხადა სამხედრო-საზღვაო თავდაცვის რაიონად[2].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.