From Wikipedia, the free encyclopedia
რეი დაგლას ბრედბერი (ინგლ. Ray Douglas Bradbury; დ. 22 აგვისტო, 1920 — გ. 5 ივნისი, 2012) — ამერიკელი მწერალი, რომელიც მოღვაწეობდა ფანტასტიკის, საშინელებათა, სამეცნიერო ფანტასტიკისა და დეტექტივების ჟანრში.
ყველაზე მეტად ცნობილია 1953 წელს გამოცემული ანტიუტოპიური ჟანრის რომანით „451º ფარენჰეიტით“ და 1950 წლის რომანით „მარსის ქრონიკები“.
მოპოვებული აქვს არაერთი საპატიო ჯილდო. მიიღო პულიცერის პრემია. წერდა სცენარებს, როგორც ფილმის, ასევე სატელევიზიო გადაცემების, როგორებიცაა Moby Dick და It Came From Outer Space.
მწერლის პოპულარობაზე დადებითად იმოქმედა მისი წიგნების მიხედვით გადაღებულმა ეკრანიზაციებმა. ბრედბერი აღიარებულია XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფანტასტ მწერლად.
თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში მან დაწერა 600-მდე მოთხრობა, გამოაქვეყნა 30-ზე მეტი წიგნი, დაწერა მრავალი ლექსი, პიესა და სცენარი სატელევიზიო შოუსთვის.
2012 წელს, მის გარდაცვალების შემდეგ ნიუ-იორკ ტაიმზმა გამოაქვეყნა შემდეგი სიტყვები:
„ბრედბერის დამსახურებაა თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკის ლიტერატურულ ჟანრად ჩამოყალიბება“ |
.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.