პიონერ 11
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
პიონერ 11 (ინგლ. Pioneer 11) — ამერიკული კოსმოსური ზონდი, რომლის მთავარ ამოცანასაც იუპიტერისა და სატურნის შესწავლა წარმოადგენდა. იგი პირველი კოსმოსური აპარატია, რომელმაც სატურნს ჩაუფრინა და მისთვის ფოტოების გადაღება შეძლო. გარდა ამისა, პიონერ 11 გახდა მეორე ზონდი, რომელმაც საკმარისი სიჩქარის განვითარება და მზის მიზიდულობის დაძლევა მოახერხა.[1]
პიონერ 11 | |
---|---|
ოპერატორი | ნასა |
NSSDC ID | 1973-019A |
SCN | 6421 |
მისიის ხანგრძლივობა | 22 წელი, 5 თვე, |
განვლილი მანძილი | 15 მილიარდი კმ |
ორბიტები |
იუპიტერი, 1974 წლის 3 დეკემბერი (43 ათასი კმ) სატურნი, 1979 წლის 1 სექტემბერი (21 ათასი კმ) |
მდებარეობა | ვარსკვლავთშორისი სივრცე |
სტატუსი | არააქტიური |
ტექნიკური მახასიათებლები | |
მწარმოებელი | Jet Propulsion Laboratory |
დატვირთულის მასა | 260 კგ |
სიმძლავრე | 155 ვატი |
კვების წყაროები | რადიოიზოტოპური თერმოელექტრო გენერატორი |
მისიის დაწყება | |
გაშვების თარიღი | 5 აპრილი, 1973 |
სასტარტო მოედანი | კენედის კოსმოსური ცენტრი, აშშ |
რაკეტა-მატარებელი | Atlas SLV-3C Centaur-D |
მისიის დასრულება | |
ბოლო კონტაქტი | 30 სექტემბერი, 1995 |
2019 წლის მონაცემებით, აპარატი დედამიწიდან 15 მილიარდი კილომეტრის მანძილზე იმყოფებოდა და მისი სიჩქარე 41 ათასს კმ/სთ-ს შეადგენდა.
პიონერ 11-ს ვოიაჯერის ორივე ზონდმა გაასწრო.[2]
აპარატთან ბოლო კომუნიკაცია 1995 წლის 30 სექტემბერს შედგა, ხოლო ინფორმაცია უკანასკნელად იმავე წლის 24 ნოემბერს გამოიგზავნა. [3]
აპარატს ენერგიას რადიოიზოტოპური თერმოელექტრო გენერატორი აწვდიდა. გაშვების მომენტში გენერატორის მაქსიმალური სიმძლავრე 155 ვატს შეადგენდა. [4]
სამუშაო მდგომარეობაში პიონერ 11 სამი მეტრის სიმაღლეს აღწევდა, ხოლი მისი მთავარი ანტენის დიამეტრი 2,75 მეტრს შეადგენდა.
გარდა ცარიელი მასისა, აპარატზე დაახლოებით 30 კილოგრამი სამეცნიერო აღჭურვილობა იყო განთავსებული. საერთო ჯამში, გაშვების მომენტში პიონერ 11-ის მასა დაახლოებით 260 კილოგრამს შეადგენდა. განსხვავებით პიონერ-10-სა, პიონერ 11-ზე ინდუქციური მაგნიტომეტრია დამონტაჟებული. [5]:266–8
„პიონერ 11“ 1973 წლის აპრილში გაეშვა.
პიონერ 11-ის სამეცნიერო აღჭურვილობის შემადგენლობაში შემდეგი მოწყობილობებია:[6]
1995 წელს ნასასთვის ცნობილი გახდა, რომ აპარატზე არც ერთი სამეცნიერო მოწყობილობა აღარ მუშაობდა, შესაბამისად აპარატის გათიშვა გადაწყდა. პიონერ 11-თან უკანასკნელი პირდაპირი კომუნიკაცია 1995 წლის 30 სექტემბერს დამყარდა, მიუხედავად აპარატის გათიშვისა, მეცნიერები კვლავ აგზავნიდნენ მასთან სიგნალს 2 კვირაში ერთხელ 2 საათით. საბოლოოდ, 1995 წლის 24 ნოემბერს პიონერ 11-მა უკანასკნელად გამოაგზავნა შეგროვებული ინფორმაცია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აპარატი კიდევ რამდენიმე წელი აგზავნიდა სუსტ სიგნალს, თუმცა დედამიწისა და აპარატს შორის არსებული მანძილის გათვალისწინებით, სიგნალის მიღება ვერ ხერხდებოდა.[8]
2019 წლის მონაცემების თანახმად, პიონერ 11 დედამიწიდან დაახლოებით 15 მილიარდი კილომეტრის მანძილზე იმყოფებოდა.
მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 926 ათასი წლის შემდეგ აპარატი ვარსკვლავთა გროვას - Messier 26-ს ჩაუფრენს, ხოლო 4 მილიონი წლის შემდეგ არწივის თანავარსკვლავედის მახლობლად ჩაიფრენს.[9]
ორივე პიონერზე დაკვირვებისას, აღმოაჩნდა, რომ გარდა სხვადასხვა ციური სხეულის მიზიდულობისა, აპარატები ფრენის ტრაექტორიას უცნობი ძალის გავლენის შედეგადაც იცვლიან. მეცნიერები მრავალი წლის განმავლობაში იკვლვედნენ ამ ფენომენს, თუმცა უკანასკნელ წლებში გამყარდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ აპარატების ფრენის ტრაექტორიის ცვლილება თავად აპარატებიდანვე გამოსული სითბური გამოსხივების შედეგია.[10]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.