From Wikipedia, the free encyclopedia
პიერ გამარა (ფრანგ. Pierre Gamarra; დ. 10 ივლისი, 1919, ტულუზა — გ. 20 მაისი, 2009, არჟანტოი) — ფრანგი მწერალი.
პიერ გამარა | |
---|---|
ფრანგ. Pierre Gamarra | |
დაბადების თარიღი | 10 ივლისი, 1919[1] [2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | ტულუზა[1] |
გარდაცვალების თარიღი | 20 მაისი, 2009[6] [2] [3] [4] [5] (89 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | არჟანტეი |
საქმიანობა | პოეტი[5] , მწერალი, ესეისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, საბავშვო მწერალი, ფრანგული წინააღმდეგობის მებრძოლი, პროზაიკოსი[5] , კრიტიკოსი[5] და მთარგმნელი[5] |
ენა | ფრანგული ენა |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
ჯილდოები | საპატიო ნიშნის ორდენი და Charles Veillon prize in the French language |
ხელმოწერა | |
საიტი | pierregamarra.com |
პიერ გამარა დაიბადა 1919 წელს ტულუზაში. სწავლის დასრულების შემდეგ დიდხანს პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს „წინააღმდეგობის“ მოძრაობაში ჩაება. ომის შემდეგ ჟურნალისტად მუშაობდა ჯერ ტულუზაში, ხოლო შემდეგ კი პარიზში, ჟურნალ „ევროპაში“. 1947 წელს გამოსცა რომანი „ცეცხლოვანი სახლი“, შემდეგ „ღარიბი ბავშვები“, „სკოლის მასწავლებელი“, „სიმონის ცოლი“, „პირინეის რაფსოდია“, „მკვლელს — გონკურის პრემია“. ნოველების კრებულებიდან გამოირჩევა „ადამიანთა ხელები“, „მეთუნის სიყვარული“. გამარას გამოქვეყნებული აქვს ლექსების კრებულებიც: „ციხე-სიმაგრე არასის სიმღერა“, „სიყვარულის სიმღერა“.
გამარას ნაწარმოებებში მოქმედება ძირითადად მშობლიური ლანგედოკის პეიზაჟების ფონზე იშლება. მწერალი დიდი სიყვარულით აღწერს სამხრეთის პატარა ქალაქებსა და მის მაცხოვრებლებს, გლეხების მძიმე ცხოვრებას. მისი გმირები უბრალო ადამიანები არიან.
გამარამ დაწერა შესანიშნავი, ჰუმანიზმით გაჟღენთილი პატარა ზღაპრები, რომლებიც ამაღლებულად უმღერიან სიყვარულს, თავისუფლებას, მეგობრობას და რომლებშიც გამოსჭვივის რწმენა ადამიანებისა და მათი მომავლისადმი.
გამარა გარდაიცვალა 2009 წლის 20 მაისს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.