ლადო კახაძე

ქართველი ექიმი და პოლიტიკოსი From Wikipedia, the free encyclopedia

ვლადიმერ (ლადო) კახაძე (დ. 28 ოქტომბერი, 1953, თბილისი) — ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი, ქ. თბილისის პირველი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე 1998-2002 წლებში, საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.

სწრაფი ფაქტები საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, ამჟამინდელი თანამდებობა ...
ლადო კახაძე
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა11 დეკემბერი, 2020
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 ივნისი, 2019  11 დეკემბერი, 2020
პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
წინამორბედისალომე ზურაბიშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1998  2002
პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრემიხეილ სააკაშვილი

დაბადებული28 ოქტომბერი, 1953 (1953-10-28) (71 წლის)
თბილისი
მოქალაქეობა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიასაქართველოს ლეიბორისტული პარტია (1998-2002)
სახელმწიფო ხალხისთვის (2016-2018)
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო (2019-დღემდე)
საქმიანობაექიმი, პოლიტიკოსი
დახურვა

ბიოგრაფია

ლადო კახაძე დაიბადა 1953 წლის 28 ოქტომბერს, თბილისში. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნაალო ფაკულტეტი. 1978-1979 წლებში იყო ექიმი-ინტერნი; 1979-1982 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგიისა და სხივური დიაგნოსტიკის კათედრების კლინიკური ორდინატორი; 1982-1987 წლებში სტუდენტთა საკონსტრუქტორო სამეცნიერო-კვლევითი ბიუროს უფროსი ლაბორანტი.

1987-1992 წლებში საქართველოს დიაგნოსტიკის ცენტრის ულტრაბგერითი განყოფილების ხელმძღვანელი; 1993-1998 წლებში შპს სამედიცინო ფირმა „ლაფორტუნატოს" პრეზიდენტი.

1998-2002 წლებში გახდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე საქართველოს ლეიბორისტული პარტიიდან, თუმცა არჩევის შემდეგ მალევე დატოვა პარტია.[1]

2002-2006 წლებში სამედიცინო ფირმა „ლაფორტუნატის" კონსულტანტი; 2012 წლიდან კლინიკა „ოქსფორდ მედიქალ ჯორჯია"-ს ექიმი ექოსკოპისტი; 2015 წლიდან კლინიკა „აქსა მედიქალის" ექიმი რადიოლოგი. ეკუთვნის 1 საავტორო უფლება. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.[2]

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ლადო კახაძემ პაატა ბურჭულაძის პარტიას „სახელმწიფო ხალხისთვის“ 60 000 ლარი შესწირა და ამავე პარტიის სახელით კენჭი იყარა მთაწმინდის ოლქში, სადაც მხოლოდ 618 ხმა მიიღო.[1]

სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევისა და მის მიერ მთაწმინდის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, 2019 წლის 25 მარტს ქართულმა ოცნებამ მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქის შუალედურ არჩევნებზე კანდიდატად წარადგინა.[1] ლადო კახაძის წარდგენისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ლადო კახაძე „განსაკუთრებული კოლორიტულობით გამოირჩევა“.[3] პირველ ტურში მან ხმათა 41,01%, ხოლო მეორეში 61,83% მიიღო.[4][5]

ლადო კახაძე მთაწმინდის ოლქის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედურ არჩევნებში მეორე ტურში გადავიდა, სადაც მიიღო 10 738 ხმა, რითაც ამომრჩეველთა 61,83%-ის მხარდაჭერა მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა.[6] 2019-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის მთაწმინდის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[7]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.