From Wikipedia, the free encyclopedia
კუნენეს რეგიონი (ინგლ. Kunene Region) — ნამიბიის 14 ადმინისტრაციული რეგიონიდან ერთ-ერთი, რომელიც მდებარეობს მის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში. ფართობი შეადგენს 115 293 კმ²-ს, ხოლო 2011 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობაა 86 856 ადამიანი[1]. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ოპუვო. სხვა დიდი ქალაქებია — კჰორიხასი, ოუჩო.
რეგიონი | |
---|---|
კუნენეს რეგიონი ინგლ. Kunene Region | |
ქვეყანა | ნამიბია |
ადმ. ცენტრი | Opuwo |
შიდა დაყოფა | Epupa Constituency, Kamanjab Constituency, Khorixas Constituency, Opuwo Rural Constituency, Opuwo Urban, Outjo Constituency და Sesfontein Constituency |
კოორდინატები | 18°03′20″ ს. გ. 13°50′26″ ა. გ. |
ფართობი | 115 293 კმ² |
მოსახლეობა | 86 856 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 0,75 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
ოფიციალური საიტი | http://www.arc.org.na/home.php?pn=kunene_council |
რეგიონის ჩრდილოეთით გადის სახელმწიფო საზღვარი ნამიბიასა და ანგოლას შორის, დასავლეთით მის ტერიტორიას გარს ერტყმის ატლანტის ოკეანის წყლები, აღმოსავლეთით კუნენეს რეგიონი გადის ეტოშის ეროვნულ პარკთან. კუნენეს რეგიონმა თავისი დასახელება (როგორც ანგოლის კუნენეს პროვინციამ) მიიღო ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო მდინარე კუნენესგან.
ატლანტის ოკეანის სანაპირო, რომელიც იწყება მდინარე კუნენეს დელტის ჩრდილოეთით, ჩონჩხების ნაპირის ნაწილია. შემდეგ, კონტინენტის სიღრმეში მდებარეობს ნამიბის უდაბნო. ანგოლის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს კუნენეს ტერიტორიაზე მდებარეობენ ჰარტმანის და ჯუბერტის მთები.
რეგიონში უპირატესად ცხოვრობენ ჰერეროს და ჰიმბას ტომის ხალხის წარმომადგენლები.
ადმინისტრაციული თვალსაზრისით კუნენეს რეგიონი იყოფა 6 ოლქად:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.