სამრეკლო შუა საუკუნეებისა და აღორძინების ეპოქის იტალიის არქიტექტურაში From Wikipedia, the free encyclopedia
კამპანილე (იტალ. campanile) — სამრეკლო შუა საუკუნეებისა და აღორძინების ეპოქის იტალიის არქიტექტურაში. როგორც წესი, აღმართული იყო ტაძრისგან მოშორებით. მის პროტოტიპს ქალაქის სადარაჯო კოშკი წარმოადგენდა. გეგმით ოთხწახნაგა (ან მრგვალი) ნაგებობის ქვედა სართული ყრუ იყო, ზემო სართულებში კი ღიობების რაოდენობა და სიდიდე თანდათან მატულობდა, რითაც იქმნებოდა სიმსუბუქისა და მოხდენილობის ერთიანი შთაბეჭდილება.[1] შენდებოდა 4–5 ან მეტ სართულად.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.