ქართველი პოეტი და მთარგმნელი From Wikipedia, the free encyclopedia
ირმა ივანეს ასული შიოლაშვილი (გერმ. Irma Britze-Schiolaschwili; დ. 29 მარტი, 1974, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) — ქართველი პოეტი, მთარგმნელი.
ირმა შიოლაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 29 მარტი, 1974 (50 წლის) |
დაბადების ადგილი | Dedoplistsqaro |
საქმიანობა | პოეტი, მთარგმნელი, ჟურნალისტი და მწერალი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბონის უნივერსიტეტი |
Magnum opus | ფოთლების ხიდი |
გავლენა მოახდინეს |
ირმა შიოლაშვილი დაიბადა 1974 წლის 29 მარტს დედოფლისწყაროს რაიონში.
1991 წელს დაამთავრა დედოფლისწყაროს პირველი საშუალო სკოლა, 1996 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის და ბონის ფრიდრიხ ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის კათედრაზე ასპირანტურაში. 2005 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ქართული და გერმანული პოლიტიკური ლირიკა“.
ირმა შიოლაშვილი 1999 წლიდან გერმანიაში, ქალაქ ბონში ცხოვრობს და წლების მანძილზე ბონის რეგიონალური რადიოს (Bonn/Rhein-Sieg) ეთერში უძღვება გადაცემას ქართულ კულტურაზე. არის ევროპელ მწერალთა გაერთიანება „კოლგეს“ წევრი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.