საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში From Wikipedia, the free encyclopedia
2018 წლის თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა 24 ივნისს, როგორც საერთო არჩევნების ნაწილი. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, იმავე დღეს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნებიც. 2017 წელს ჩატარებული საკონსტიტუციო რეფერენდუმის ცვლილებების არჩევნების გზით დამტკიცების შედეგად, არჩეული პრეზიდენტი არის როგორც სახელმწიფოს მეთაური, ისე თურქეთის მთავრობის მეთაური, სადაც ამ უკანასკნელის როლი პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმების შედეგად გაიზრდება.[1]
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შედეგები პროვინციების მიხედვით: ერდოღანი (63) ინჯე (8) დემირთაში (10) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
არჩევნები თავდაპირველად დაგეგმილი იყო 2019 წლის ნოემბრისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა დაჟინებულად ამტკიცებდა, რომ არჩევნები ჩატარდებოდა 2019 წელს, 2017 წლის რეფერენდუმის შემდეგ, არ მთავრდებოდა სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ არჩევნები უფრო ადრე ჩატარდებოდა. საბოლოოდ, ნაციონალისტური მოძრაობის ლიდერის, დევლეთ ბაჰჩელის დაჟინებული მოწოდებით, პრეზიდენტ ერდოღანმა გადმოწია არჩევნების თარიღი და 2018 წლის 18 აპრილს განაცხადა, რომ არჩევნები ამა წლის 24 ივნისს გაიმართება.[2]
მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავისი კანდიდატურა 2018 წლის 27 აპრილს წარადგინა, როგორც „სახალხო ალიანსი“ (თურქ. Cumhur İttifakı) პრეზიდენტობის კანდიდატი.[3] თურქეთის მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად მუჰარემ ინჯე წარადგინა, რომელიც პარლამენტის წევრია და ცნობილია ერდოღანის წინააღმდეგ თავისი ძლიერი და გამბედავი გამოსვლებით.[4] ხალხების დემოკრატიულმა პარტიამ კანდიდატად საპატიმროში მყოფი პარტიის ყოფილი თავმჯდომარე სელაჰათინ დემირთაში წარადგინა. ამ კანდიდატებთან ერთად, „კარგი პარტიის“ დამფუძნებელმა და ლიდერმა მერალ აქშენერმა,[5] კეთილდღეობის პარტიის ლიდერმა თემელ ქარამოლაოღლუმ და „პატრიოტული პარტიის“ ლიდერმა დოღუ ფერინჩეკმა გამოაცხადეს თავიანთი კანდიდატურა და შეაგროვეს საარჩევნო ადმინისტრაციაში თავიანთი კანდიდატურის არჩევნებზე წარსადგენად 100 000 ხელმოწერა.
საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა თურქეთის სავალუტო კრიზისის პარალელურად, ამავე დროს, როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების შემდეგ უფრო სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისის ელოდებოდნენ. რეგიონში კი პარალელურად სიტუაცია არასტაბილური იყო, ღაზის მოვლენებისა და აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების ფონზე. აღსანიშნავია ასევე აფრინის ოპერაციაც.
თურქეთის პრეზიდენტი აირჩევა პირდაპირი საყოველთაო არჩევნების მეშვეობით, სადაც მან უნდა მოიპოვოს ამომრჩეველთა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლის მიხედვითაც კანდიდატმა უნდა მიიღოს ხმების არანაკლებ 50% + 1, რათა არჩეული იყოს. თუ რომელიმე კანდიდატი ვერ მიიღებს აბსოლუტურ უმრავლესობას, მაშინ ყველაზე მეტი ხმების მომპოვებელ ორ კანდიდატს შორის არჩევნების მეორე ტური ტარდება. თურქეთის პრეზიდენტის პირველი პირდაპირი საყოველთაო არჩევნები 2014 წელს ჩატარდა, მას შემდეგ, რაც 2007 წლის საკონსტიტუციო რეფერენდუმმა გააუქმა წინა სისტემა, რომლის თანახმადაც სახელმწიფო მეთაურს საკანონმდებლო ორგანო, ანუ თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა ირჩევდა. თურქეთის პრეზიდენტს ზედიზედ ორჯერ შეუძლია გახდეს ქვეყნის მეთაური, თითო ხუთწლიანი ვადით.
საპრეზიდენტო კანდიდატები უნდა იყვნენ მინიმუმ 40 წლის და მიღებული უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება. ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში ხმების 5% მოიპოვა, შეუძლია კანდიდატი წამოაყენოს. თუმცა პარტიები, რომლებიც ვერ გადალახეს ეს ბარიერი, შეუძლიათ შექმნან ალიანსები და წარადგინონ ერთობლივი კანდიდატი, სადაც მათი საერთო ხმების რაოდენობა გაუტოლდება 5%. დამოუკიდებელი კანდოდატები კი ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან 100 000 ხელმოწერა უნდა შეაგროვონ, რომ თავიანთი კანდიდატურა წამოაყენონ.[6] 2017 წლის ივლისში გაკეთებული შეფასების თანახმად, არჩევნებში მონაწილეობისთვის 100 000 ხელმოწერის შეგროვება შესაძლოა კანდიდატს 15 მილიონი ლირა (4.2 მილიონი დოლარი) დაუჯდეს, თუ თითოეულ ხელმოწერას დასჭირდება ნოტარიული დამოწმება.[7] თუმცა, თურქეთის უზენაესი საარჩევნო კომისიამ (YSK) განაცხადა, რომ ხელმოწერის შეგროვება მოხდება 4-დან 9 მაისამდე, სადაც ამომრჩეველი უნდა დაადასტუროს თავისი არჩევანი ადგილობრივ საარჩევნო ადმინისტრაციულ ერთეულში.
2015 წლის ნოემბრის არჩევნების შედეგების საფუძველზე, მხოლოდ სამართლიანობისა და განვითარების პარტიას (სგპ), სახალხო რესპუბლიკურმა პარტიას (სრპ), ნაციონალისტური მოძრაობის პარტიას (ნმპ) და ხალხების დემოკრატიულმა პარტიას (ხდპ) ჰქონდა საპრეზიდენტო კანდიდატის წარსდგინების უფლება. დანარჩენი პარტიები, რომლებიც ჯამში ამომრჩეველთა ხმების 3% მიიღეს, ვერ შეძლებენ ერთობლივი კანდიდატის ან საკუთარი კანდიდატის წარდგენას. თუმცა, პარტიებს, რომელთაც საპარლამენტო ჯგუფი ჰყავთ საკანონმდებლო ორგანოში, შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი კანდიდატი. ამგვარად, ახლად ჩამოყალიბებულმა კარგმა პარტიამ, ასევე წამოაყენა თავისი კანდიდატი, რადგან რესპუბლიკური პარტიის 15 დეპუტატი მათ წევრებს შეუერთდა, რომლის მეშვეობითაც პარტიამ საპარლამენტო ჯგუფი შექმნა. თუმცა, კარგი პარტიის ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატები მერალ აქშენერი დაჟინებით მოითხოვდა საჭირო ხელმოწერების შეგროვებას, ვიდრე პარლამენტის წყალობით კანდიდატურის წამოყენებას.
თურქეთის უზენაესმა საარჩევნო კომისიამ (YSK), პრეზიდენტობის კანდიდატები ოფიციალურად 2018 წლის 13 მაისს გამოაცხადა.[8]
საპრეზიდენტო კანდიდატების ოფიციალური სია საარჩევნო ბიულეტენის მიხედვით[9] | |||||
---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 |
მუჰარემ ინჯე | მერალ აქშენერი | რეჯეფ თაიფ ერდოღანი | სელაჰათინ დემირთაში | თემელ ქარამოლაოღლუ | დოღუ ფერინჩეკი |
სრპ (ეროვნული ალიანსი) |
İYİ (ეროვნული ალიანსი) |
სგპ (სახალხო ალიანსი) |
ხდპ (ალიანსის გარეშე) |
კპ (ეროვნული ალიანსი) |
პატრიოტები (ალიანსის გარეშე) |
საპრეზიდენტო კანდიდატების წარდგენის მიზნით, სხვადასხვა პარტიებმა კანდიდატის შერჩევის პროცესი განვლეს.
მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი განიხილებოდა სახალხო ალიანსის უალტერნატივო კანდიდატად, ალიანსში გაერთიანებულია მმართველი სგპ და ნაციონალისტური მოძრაობის პარტია (ნმპ). მოგვიანებით, 2018 წლის 21 აპრილს, ერდოღანის კანდიდატურას ნმპ-ის ლიდერი დევლეთ ბაჰჩელი მხარი დაუჭირა.[10] 3 მაისს, სგპ-ს საპარლამენტო ჯგუფმა კი ერთხმად მხარი დაუჭირა ერდოღანის კანდიდატურის წამოყენებას.[11]
ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა, რესპუბლიკურმა პარტიამ (სრპ) კანდიდატის ძიების ფართო კამპანია წამოიწყო, რომლის დროსაც გავრცელებული ხმების თანახმად, პარტია მზად იყო წამოეყენებინა ისეთი კანდიდატი, რომელიც პარტიის ღირებულებებს არ შეესაბამება. ამასობაში, სრპ-ის ლიდერმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ რამდენიმე შეხვედრა გამართა „კარგი პარტიისა“ და „კეთილდღეობის პარტიის“ ლედერებთან. თურქეთის ყოფილი პრეზიდენტი აბდულა გიული განიხილებოდა, როგორც პარტიის ალტერნატიული ვარიანტი, სადაც თითქოს პარტიის მაღალი თანამდებობის პირები მის კანდიდატურას მხარს უჭერდნენ, მაგრამ პარტიის ქვედა რანგის თანამდებობის პირები და ამომრჩეველთა ნაწილი ამის წინააღმდეგები იყვნენ. საბოლოოდ კი გიულმა განაცხადა, რომ ის არ აპირებდა თავისი კანდიდატურის წამოყენებას, კონსენსუსის ნაკლებობის გამო.[12] მიუხედავად იმისა, რომ მისი კანდიდატურა არაერთხელ გამოირიცხა, თუმცა, პარტიის ლიდერს ქემალ ქილიჩდაროღლუ ხშირად პოტენციურ კანდიდატად მოიხსენიებდნენ, მასთან ერთად ასევე პოტენციურ კანდიდატად მოიხსენიებდნენ ილმაზ ბუიუქერშენს, ილჰან ქესიჯის, მუჰარემ ინჯესა და მეჰმეთ ჰაბერალის. ცალკეული დეპუტატები, როგორიცაა იოზთურქ ილმაზი და დიდემ ენგინი, ასევე საჯაროდ გამოაცხადეს თავიანთი ინტერესი კანდიდატობის მიმართ.[13] 26 აპრილს, სრპ-ის დეპუტატმა და პოტენციურმა კანდიდატმა, განაცხადა, რომ მათი კანდიდატი იქნებოდა ის, ვინც სგპ-ს ყველაზე მეტად „გააგიჟებს“.[14] 4 მაისს, პარტიის კანდიდატად გამოცხადდა იალოვის დეპუტატი მუჰარემ ინჯე.[15]
ხდპ-მ, 4 მაისს, საპრეზიდენტო კანდიდატად პარტიის ყოფილი ლიდერი სელაჰათინ დემირთაში წარადგინა, რომელიც ასევე 2014 წლის არჩევნებზეც იყო პარტიის კანდიდატი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.