From Wikipedia, the free encyclopedia
დიომიდე ანთაძე (ა. დ. ნაკაშიძე (ფსევდონიმი); დ. 13 ოქტომბერი, 1904, ოზურგეთი — გ. 30 სექტემბერი, 1955) — ქართველი რეჟისორი და პედაგოგი.[1]
დიომიდე ანთაძე | |
---|---|
დაბადების სახელი | დიომიდე ანთაძე |
დაბადების თარიღი |
13 ოქტომბერი, 1904 ოზურგეთი |
გარდაცვალების თარიღი | 30 სექტემბერი, 1955 (50 წლის) |
საქმიანობა | რეჟისორი |
დაიბადა 1904 წლის 13 ოქტომბერს ოზურგეთში. სწავლობდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში. დაამთავრა ქიმიური ტექნიკუმი, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი, 1925 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა (ბეჭდავდა საბავშვო მოთხრობებს). 1932 წელს კოტე მარჯანიშვილმა თეატრში რეჟისორად მიიწვია. თეატრში მოღვაწეობისას მარჯანიშვილმა გვარი ნაკაშიძეთი შეუცვალა, რადგან იმ დროს იმავე თეატრში რეჟისორი დოდო ანთაძეც მოღვაწეობდა. 1937 წლიდან მუშაობა დაიწყო კინოში. ნიკოლოზ შენგელაიასთან ერთად გადაიღო ფილმები: „ნარინჯის ველი“ (1937), „სამშობლო“ (1939), „ის კიდევ დაბრუნდება“ (1943).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.