გიორგი გოჩოლეიშვილი

ქართველი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia

გიორგი გოჩოლეიშვილი

გიორგი გოჩოლეიშვილი (დ. 14 თებერვალი, 2001) — ქართველი ფეხბურთელი. დანიური „კოპენჰაგენის“ (იჯარით დონეცკის „შახტარიდან“) და საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი.[1][2] 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

სწრაფი ფაქტები პირადი მონაცემები, დაბადების თარიღი ...
გიორგი გოჩოლეიშვილი
Thumb
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
14 თებერვალი, 2001 (2001-02-14) (24 წლის)
დაბადების
ადგილი
ქუთაისი, საქართველო
სიმაღლე 178 სმ
სათამაშო
პოზიცია
მარჯვენა მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
კოპენჰაგენი
ნომერი 22
ახალგაზრდული კარიერა
საბურთალო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2020–2022 საბურთალო 69 (8)
2023– შახტარი 29 (1)
2024–   კოპენჰაგენი 14 (0)
ეროვნული ნაკრები
2021– საქართველო 21 წლ. 11 (1)
2022– საქართველო 11 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 17 თებერვალი, 2025
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 19 ნოემბერი, 2024
დახურვა

საკლუბო კარიერა

საბურთალო

გიორგი გოჩოლეიშვილი „საბურთალოს“ აღზრდილია. მისი დებიუტი კლუბში 2020 წლის 27 აგვისტოს 2020–21 წლების უეფა-ს ევროპა ლიგის პირველი შესარჩევი ეტაპის მატჩში კვიპროსული ლიმასოლის „აპოლონის“ წინააღმდეგ შედგა.[3]

ეროვნულ ლიგაში პირველად 2020 წლის 13 სექტემბერს, ქვეყნის პირველობის მე-11 ტურის მატჩში, თბილისის „მერანის“ წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართა და ფრედ (0–0) დასრულდა.[4]

2021 წელს გოჩოლეიშვილი გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ ჩამოყალიბდა და „საბურთალოს“ საქართველოს თასის მოგებაში დაეხმარა, მისმა კლუბმა ფინალში 1–0 დაამარცხა წყალტუბოს „სამგურალი“.[5]

2022 წელს გოჩოლეიშვილი ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო თერთმეტეულში დაასახელეს.[6]

საერთო ჯამში „საბურთალოს“ რიგებში 85 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 8 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.[7]

დონეცკის „შახტარი“

2022 წლის ნოემბერში გოჩოლეიშვილმა უკრაინის პრემიერ-ლიგის გრანდ დონეცკის „შახტართან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ათვლაც 2023 წლის 1 იანვარს დაიწყო.[8] მისი დებიუტი კლუბის რიგებში 2023 წლის 28 თებერვალს საფეხბურთო კლუბ „მინაის“ წინააღმდეგ შედგა.[9][10]

„კოპენჰაგენი“

2024 წლის ივლისის ბოლოს გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის „შახტარიდან“ იჯარით „კოპენჰაგენში“ გადავიდა. მისი დებიუტი დანიური კლუბის რიგებში იმავე წლის 11 აგვისტოს, საფეხბურთო კლუბ „სიონერიუსკის“ წინააღმდეგ შედგა.[11]

სანაკრებო კარიერა

ახალგაზრდული

გოჩოლეიშვილის დებიუტი 21 წლამდელთა ნაკრებში 2021 წლის მარტში, ბელარუსის წინააღმდეგ შეხვდარაში, რომელიც საქართველოს გამარჯვებით 4–1 დასრულდა. გოჩოლეიშვილმა 2021 წლის 16 ნოემბერს ინგლისთან გამართულ შეხვედრაში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. მოგვიანებით მისი გოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2021 წლის საუკეთესო გოლად დაასახელა.[12]

ეროვნული ნაკრები

2022 წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების რიგებში გოჩოლეიშვილი ვილი სანიოლმა გამოიძახა.[13] გოჩოლეიშვილის დებიუტი ნაკრებში 17 ნოემბერს მაროკოს წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში შედგა.[14]

სტატისტიკა

საკლუბო

განახლდა: 2024 წლის 20 დეკემბრის მონაცემებით
მეტი ინფორმაცია კლუბი, სეზონი ...
მატჩები და გოლები კლუბის, სეზონისა და შეჯიბრის მიხედვით
კლუბი სეზონი ლიგა თასი კონტინენტური სხვა ჯამში
დივიზიონიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლიმატჩიგოლი
საბურთალო 2020 ეროვნული
ლიგა
50301[]090
2021 34450394
2022 304304[]01[]0384
სულ 6981105010868
შახტარი
დონეცკი
2022–23 უკრაინის
პრემიერლიგა
131131
2023–24 150105[]0210
სულ 281105000341
  კოპენჰაგენი 2024–25 დანიის სუპერლიგა 130107[]000210
სულ ჯამში 1109130170101419
დახურვა

სანაკრებო სტატისტიკა

განახლდა: 19 ნოემბერი, 2024
მეტი ინფორმაცია ეროვნული ნაკრები, წელი ...
ეროვნული ნაკრებიწელიმატჩიგოლი
საქართველო 202210
202370
202430
ჯამში110
დახურვა

სანაკრებო მატჩები და გოლები

მეტი ინფორმაცია №, თარიღი ...
თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება გოლები შენიშვნა წყარო
117.11.2022შარჯამაროკო მაროკოს დროშა3–0საქართველოს დროშა საქართველოამხანაგური[15]
225.03.2023ბათუმისაქართველო საქართველოს დროშა6–1მონღოლეთის დროშა მონღოლეთიამხანაგური[16]
328.03.2023ბათუმისაქართველო საქართველოს დროშა1–1ნორვეგიის დროშა ნორვეგიაევრ. შეს.შეცვლაზე შესვლა after 70 წუთი 70'Booked after 90 minutes 90'[17]
417.06.2023ლარნაკაკვიპროსი კვიპროსის დროშა1–2საქართველოს დროშა საქართველოევრ. შეს.შეცვლაზე გამოყვანა 74 წუთის შემდეგ 74'[18]
520.06.2023გლაზგოშოტლანდია შოტლანდიის დროშა2–0საქართველოს დროშა საქართველოევრ. შეს.შეცვლაზე შესვლა after 56 წუთი 56'Booked after 68 minutes 68'[19]
608.09.2023თბილისისაქართველო საქართველოს დროშა1–7ესპანეთის დროშა ესპანეთიევრ. შეს.შეცვლაზე გამოყვანა 77 წუთის შემდეგ 77'[20]
712.09.2023ოსლონორვეგია ნორვეგიის დროშა2–1საქართველოს დროშა საქართველოევრ. შეს.შეცვლაზე გამოყვანა 46 წუთის შემდეგ 46'[21]
819.11.2023ვალიადოლიდიესპანეთი ესპანეთის დროშა3–1საქართველოს დროშა საქართველოევრ. შეს.შეცვლაზე შესვლა after 78 წუთი 78'[22]
907.09.2024თბილისისაქართველო საქართველოს დროშა4–1ჩეხეთის დროშა ჩეხეთიერთა ლიგაშეცვლაზე შესვლა after 75 წუთი 75'[23]
1016.11.2024ბათუმისაქართველო საქართველოს დროშა1–1უკრაინის დროშა უკრაინაერთა ლიგაშეცვლაზე შესვლა after 67 წუთი 67'[24]
1119.11.2024ოლომოუციჩეხეთი ჩეხეთის დროშა2–1საქართველოს დროშა საქართველოერთა ლიგაშეცვლაზე შესვლა after 79 წუთი 79'[25]
დახურვა

მიღწევები

საკლუბო

საქართველოს დროშა საბურთალო
უკრაინის დროშა შახტარი

ინდივიდუალური

  • 2021 წლის სეზონის საუკეთესო გოლი[26]

ჯილდოები

რესურსები ინტერნეტში

მეტი ინფორმაცია თემატური საიტები ...
დახურვა

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.