მერანი თბილისი (საფეხბურთო კლუბი)

From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

საფეხბურთო კლუბი მერანი თბილისისაქართველოს საფეხბურთო კლუბი ქალაქ თბილისიდან. ასპარეზობს მეორე ლიგაში. საშინაო არენა – „სინათლის“ სტადიონი. კლუბის სახელი მომდინარეობს თბილისის სასტუმრო „მერანიდან“.

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მერანი (მრავალმნიშვნელოვანი).
სწრაფი ფაქტები სრული სახელი, დაარსდა ...

2002 წელს კლუბს წვრთნიდა სახელოვანი ქართველი ფეხბურთელი ოთარ გაბელია.

გუნდის საშინაო ფორმა არის მთლიანად წითელი, გასვლითი მთლიანად თეთრი.

Remove ads

ისტორია

1991–92 წლების სეზონში გამოდიოდა ეროვნული ჩემპიონატის D ჯგუფში, სადაც დაიკავა პირველი ადგილი. ჩაატარა 38 მატჩი: 27 მოგება, 7 ფრე, 4 წაგება. ბურთების სხვაობა 92–39.

1993 წლის ივლისში „მერანი“ თბილისი შეუერთდა „ბაჩო“ თბილისს და ჩამოყალიბდა „მერანი-ბაჩო“ თბილისი. მოგვიანებით, 1996 წელს თბილისის „ლოკომოტივმა“ სახელი შეიცვალა, კლუბის მეორე გუნდი „მერანი-91“ გახდა პირველი გუნდი.

2002 წელს „მერანი-91“ ისევ შეერთდა, ამჯერად თბილისის „ოლიმპს“, რომელიც ეკუთვნოდა ნიკოლოზ დოლიძეს და ჩამოყალიბდა „მერანი-ოლიმპი“ თბილისი.

„მერანმა“ დაიწყო თამაში რეგიონულ ლიგაში, სარეზერვო ფეხბურთელები გადავიდნენ პირველ გუნდში.

2004 წლის ივლისში, ახლად ჩამოყალიბებული „მერანი“ თბილისი შეუერთდა წნორის „მილანს“ და ჩამოყალიბდა „მერანი-მილანი“ თბილისი, რომელსაც 2005 წლის ივლისში დაერქვა „მერანი“ თბილისი.

სეზონები

მერანი-91

Remove ads

ტიტულები

ევროთასებზე

მეტი ინფორმაცია სეზონი, ჩემპიონატი ...

მწვრთნელები

იხილეთ აგრეთვე

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads