ქართველი პოლიტიკოსი From Wikipedia, the free encyclopedia
გიგი უგულავა (დ. 15 აგვისტო, 1975, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი 2005 წლის 20 აპრილიდან 12 ივლისამდე, თბილისის მერი 2005-2013 წლებში.
გიგი უგულავა | |
გიგი უგულავა 2007 წელს | |
თბილისის მერი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 ივლისი, 2005 – 22 დეკემბერი, 2013 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ნოღაიდელი, ვლადიმერ გურგენიძე, გრიგოლ მგალობლიშვილი, ნიკა გილაური, ვანო მერაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი |
წინამორბედი | ზურაბ ჭიაბერაშვილი |
მემკვიდრე | დავით ნარმანია |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 აპრილი, 2005 – 12 ივლისი, 2005 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
მემკვიდრე | გიორგი არველაძე |
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2004 – 2004 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
წინამორბედი | ლერი ჭითანავა |
მემკვიდრე | მიხეილ არდია |
დაბადებული | 15 აგვისტო, 1975 თბილისი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | საქართველოს |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (2003–2017) ევროპული საქართველო (2017–2021) |
მამა | არჩილი უგულავა |
დედა | მანანა ქართველიშვილი |
შვილები | ტასო (დ. 2000) თინათინი (დ. 2004) ალექსანდრე (დ. 2010) |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ჯილდოები | დავით აღმაშენებლის ორდენი |
დაიბადა 1975 წლის 15 აგვისტოს, თბილისში. 1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა: რელიგიის ისტორიის მასწავლებლად, ჟურნალისტად, კონსულტანტად. 2003 წლიდან ეწევა პოლიტიკურ მოღვაწეობას. იყო ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ სამართლებრივი განათლების ქვესაბჭოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი. 2001-2003 წლებში იყო „სამართლებრივი განათლების ასოციაციის“ (ALPE) დირექტორი. 2003 წელს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2004 წელს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე. 2004-2005 წლებში პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში. 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.
2005 წლის 12 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა რომ თბილისის მერად გიგი უგულავა ინიშნებოდა.[1] 2005-2013 წლებში იყო თბილისის მერი. 2006 წლის 5 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და იმავე წლის 12 ოქტომბერს თბილისის საკრებულომ გიგი უგულავა თბილისის მერად აირჩია. 2010 წლის 30 მაისს ჩატარებული არჩევნების შედეგად გიგი უგულავა გახდა ქალაქის პირველი არჩეული მერი. მიიღო 248 954 ხმა (55,23%). გიგი უგულავას მერობის პერიოდში დაიწყო ძველი თბილისის რეაბილიტაცია, გადაიდგა პირველი ნაბიჯები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებისთვის, მერიამ შემოიყვანა ყვითელი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები, ქალაქს აღუდგა 24 საათიანი ელექტროენერგიის მიწოდება, გაიცა ნებართვა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის აშენებისთვის მთაწმინდის ქედზე, აშენდა გმირთა მოედნის ესტაკადა და გავიდა ვერეს ხეობაში გზა, რიყე გათავისუფლდა რესტორნებისგან და იქ პარკი გაკეთდა, აშენდა მნიშვნელოვანი და თბილისისთვის მანამდე უჩვეულო არქიტექტურული ძეგლები: იუსტიციის სახლი, მშვიდობის ხიდი, რიყის „დოქები”. [2]
2009-2014 წლებში იყო ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის წევრი, კონგრესში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის წევრი და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი.
2013 წლის 23 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიგი უგულავას დაკავების გარეშე წარუდგინა ბრალი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ საქმეებზე. თბილისის მერმა ბრალდებებს აბსურდული უწოდა.[3] 2014 წლის 3 ივლისს სამართალდამცავმა ორგანოებმა გიგი უგულავა თბილისის აეროპორტში დააკავეს.[4][5] დედაქალაქის ყოფილ მერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე სასჯელი შეუმცირა და საბოლოოდ 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უგულავას პატიმრობის ვადის ათვლა 2015 წლის 18 სექტემბრიდან დაიწყო, რის გამოც მას საპატიმრო ვადა 2017 წლის 9 იანვარს ეწურებოდა. გიგი უგულავა ციხიდან 2017 წლის 6 იანვარს გაათავისუფლეს.[4][6]
2017 წლის 27 მაისს არჩეულ იქნა „ევროპული საქართველოს“ გენერალურ მდივნად.
2018 წელს „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში. წარდგენილი იყო №54 (ვანი და ხონი) საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად. მიიღო 10 417 ხმა (38,38%).[7] 2021 წლის 10 აპრილს დატოვა პარტია და ყველა თანამდებობა.[8]
2020 წლის 10 თებერვალს მიესაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა.[9] მწვავე პოლიტიკური რეაქციის შემდეგ, იმავე წლის 15 მაისს შეიწყალა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.[10]
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იყრიდა კენჭს ფოთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად. მისი მთავარი კონკურენტი არჩევნებზე იყო „ქართული ოცნების“ კანდიდატი ბექა ვაჭარაძე. უგულავამ პირველ ტურში ხმათა 38,09% (7810 ხმა) მიიღო და მეორე ტურში გასვლა მოახერხა, სადაც 42,65% (8437 ხმა) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა. [11]
ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს სამი შვილი: ტასო (დ. 2000), თინათინი (დ. 2004) და ალექსანდრე (დ. 2010). ჰყავს ერთი ძმა. [12]
არჩევნები | წარმდგენი | პირველი ტური | მეორე ტური | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|
ხმა | პროცენტი | ადგილი | ხმა | პროცენტი | ადგილი | ||
თბილისის მერის არჩევნები (2010) | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | 248 954 [13] | 55,23% | პირველი | |||
პარლამენტის შუალედური არჩევნები (2018) | ევროპული საქართველო | 10 417 | 38,38% | მეორე | |||
ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი 2020 | ევროპული საქართველო | 3905 | 7,22% | მესამე | |||
ფოთის მერის არჩევნები (2021) | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | 7810 [14] | 38,09% | მეორე | 8437 | 42,65% | მეორე |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.