From Wikipedia, the free encyclopedia
გავრილ კაჩალინი (რუს. Гаврии́л Дми́триевич Кача́лин; დ. 17 იანვარი, 1911, მოსკოვი,რუსეთის იმპერია — გ. 23 მაისი, 1995, მოსკოვი, რუსეთი) — რუსი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1950). საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1956). შრომის წითელი დროშის ორდენისა (1957)[1] და ხალხთა მეგობრობის ორდენის კავალერი (1981).
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გავრილ დიმიტრის ძე კაჩალინი | ||
დაბადების თარიღი | 17 იანვარი, 1911 | ||
დაბადების ადგილი |
მოსკოვი, რუსეთის იმპერია | ||
გარდაცვალების თარიღი | 23 მაისი, 1995 (84 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი, რუსეთი | ||
სიმაღლე | 171 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1936–1942 | დინამო მ. | 36 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1945–1948 | ტრუდოვიე რეზერვი | ||
1949–1952 | ლოკომოტივი მოსკოვი | ||
1955–1958 | საბჭოთა კავშირი | ||
1960–1962 | საბჭოთა კავშირი | ||
1963 | ფახთაქორი ტაშკენტი | ||
1964–1965 | დინამო თბილისი | ||
1965 | საბჭოთა კავშირი 21 | ||
1966–1968 | საბჭოთა კავშირი (ოლიმპ.) | ||
1968–1970 | საბჭოთა კავშირი | ||
1971–1972 | დინამო თბილისი | ||
1973–1974 | დინამო მოსკოვი | ||
1975 | ფახთაქორი ტაშკენტი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კაჩალინმა კარიერა დაიწყო 1928 წელს საფეხბურთო კლუბ „ვოლნი ტრუდის“ შემადგენლობაში. 1933–1935 წლებში თამაშობდა ქალაქ გომელის ნაკრებსა და გომელის „დინამოში“. 1936 დან 1942 წლამდე მოსკოვის „დინამოს“ ღირსებას იცავდა.
კარიერის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ჩაატარა 36 მატჩი და გუნდთან ერთად ორჯერ გახდა ჩემპიონი (1937 და 1940), ასევე საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1937).[2]
1937 წელს მოსკოვის „დინამოს“ შემადგენლობაში ბასკეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.[3]
სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა განაგრძო. მის მიერ გაწვრთნილმა საბჭოთა კავშირის ეროვნულმა ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა 1956 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე მელბურნში. ოთხი წლის შემდეგ კი პარიზში ვროპის თასის პირველი მფლობელი გახდა.
მისი მთავარი მწვრთნელობის პერიოდში საბჭოთა ნაკრებმა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის სამ გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა: 1958, 1962 და 1970 წლებში.
გავრილ კაჩალინის ხელმძღვანელობით თბილისის „დინამო“ თავის ისტორიაში პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. 1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩში“ „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი. გუნდის უფროსი დინამოელთათვის იმ ისტორიულ სეზონში ავთანდილ ღოღობერიძე იყო.[4]
1965 წელს გავრილ კაჩალინი კვლავ მოსკოვში გამოიძახეს და სსრ კავშირის ახალგაზრდული (1965) და ოლიმპიური (1966–1968) ნაკრებების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. თუმცა კიდევ მოუწია „დინამოს“ მწვრთნელობა 1971–1972 წლებში და გუნდმა ორივე სეზონში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.[5]
მომდევნო 1973 წელს კვლავ დაეუფლა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლებს, ამჯერად მოსკოვის „დინამოსთან“ ერთად.
1984 წლიდან 1990 წლამდე კაჩალინი ბავშვთა და მოზარდთა საფეხბურთო ტურნირის „ტყავის ბურთის“ პრეზიდენტი იყო.
სამწვრთნელო საქმიანობის გარდა, იყო ფიფას ტექნიკური კომიტეტის წევრი. არის ფეხბურთის თეორიისა და პრაქტიკის შესახებ მრავალი პუბლიკაციისა და სასწავლო სახელმძღვანელოების ავტორი.
საკლუბო და სანაკრებო დონეზე მიღწეული სპორტული შედეგებიდან, ფეხბურთის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების ღრმა ცოდნიდან და ფეხბურთელებისადმი მაღალპროფესიონალური დამოკიდებულებიდან გამომდინარე ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთის მწვრთნელად და ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სპეციალისტად საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში.[6]
გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა) საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად გავრილ კაჩალინი საქართველოს XX საუკუნის მეოთხე საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.[7][8]
მოსკოვში, ფრუნზეს სახელობის სანაპიროზე მდებარე №50 სახლის ფასადზე, სადაც გავრილ კაჩალინი 1957–1995 წლებში ცხოვრობდა, 2012 წლის 24 მაისს მისი მემორიალური დაფა გაიხსნა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.