From Wikipedia, the free encyclopedia
აფხაზური დამწერლობა — კირილურ დამწერლობაზე დაფუძნებული, 64-ასოიანი[1] გრაფიკული სისტემა აფხაზური ენისათვის (აქედან 56 თანხმოვანია, 6 ხმოვანი, ხოლო 2 ასო კი არ გამოითქმის). აფხაზური ანბანი წარმოადგენს მეტად კომპლექსური ხასიათის სისტემას და განპირობებულია ენაში არსებულ ბგერათა უჩვეულო მრავალფეროვნებით და მრავალგვარობით. თავისი არსებობის განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა და განიცადა მრავალი რეფორმა. დღესდღეობით აფხაზური ანბანი იყენებს კირილურ დამწერლობას.
აფხაზებს XIX საუკუნის II ნახევრამდე საკუთარი დამწერლობა არ ჰქონდათ, ისტორიულად აფხაზეთი, ქართული წერილობითი კულტურისა და წიგნიერების არეალის შემადგენელი ნაწილი იყო. ამის დასტურია „ფიცის წიგნები“ და აფხაზეთის მთავრის კანცელარიიდან მოღწეული ოფიციალური ხასიათის დოკუმენტები, საეკლესიო ჩანაწერები, რომლებიც შედგენილია ქართულ ენაზე. ეს მასალები ერთმნიშვნელოვნად მოწმობს, რომ აფხაზეთში, ისევე როგორც საქართველოს ყოველ კუთხეში საუკუნეთა მანძილზე, მხოლოდ ქართული ენაზე მიმდინარეობდა სახელმწიფო საქმის წარმოება.
აფხაზური სიტყვიერებისა და ფრაზების პირველი ჩანაწერები 1641 წელს შეასრულა თურქმა მოგზაურმა ევლია ჩელებიმ, რომელმაც ამ მიზნით გამოიყენა არაბული დამწერლობის გრაფიკა და ჩაწერა 40 აფხაზური ფრაზა და სიტყვა. მოგვიანებით XVIII-XIX საუკუნეებში, ცალკეული აფხაზური სიტყვები ფიქსირდება იოან გიულდენშტადტის, გრიგოლ როზენის, პეტრე პალასის და იულიუს კლაპორტის შრომებში[2].
1826 წელს ვლადიმერ რომანოვი დეკაბრისტებთან შეთქმულების გამო გადასახლებული იყო კავკასიაში. 30 წლის საზღვაო-სამხედრო ფლოტის ლეიტენანტი ვლადიმერ რომანოვი გაამწესეს შავი ზღვის ფლოტში. 1827 წლის გაზაფხულზე რომანოვი იმყოფებოდა შლიუპ „დიანას“ ბორტზე. მისი სოხუმში ყოფნის დროს მან შეადგინა თავისი 1952 სიტყვიანი რუსულ-აფხაზური ლექსიკონი. შექმნილი ხელნაწერი წარუდგინა ხელმღვანელობას, რომელთაც ნაშრომი თავის მხრივ სანქტ-პეტერბურგში გაგზავნეს.
ხელნაწერის მეორე პირი ინახება საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილებაში. მასზე ავტორი არაა დატანილი, რომელიც პირველ პირთან შედარებით ნაკლულია[3]
აფხაზური ანბანის წარმოშობა უკავშირდება კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღდგენის საზოგადოების სასულიერო საქმიანობას, კერძოდ კი მის მიერ 1860 წელს წამოყენებულ პირობას, გადათარგმნილიყო წმინდა წერილი ყველა კავკასიურ ენაზე, მათ შორის, აფხაზურ, სვანურ და ჩეჩნურ ენებზე. იქიდან გამომდინარე რომ, აღნიშნულის ხორცშესხმა წარმოუდგენელი იყო ანბანის არარსებობის გამო, გადაწყდა აფხაზებისთვის შექმნილიყო აფხაზური ანბანი. შეიქმნა ჯგუფი, ქართველი, აფხაზი და რუსი მოღვაწეებით, რომელსაც ხელმძღვანელობდა გენერალი ივანე ბართოლომეი.
1862 წელს პირველი მკვლევარი, რომელმაც შექმნა აფხაზური დამწერლობა, იყო ქუთაისის გუბერნიის შტაბის მეთაური გენერალ-მაიორი პეტრე უსლარი. მის მიერ შედგენილი აფხაზური ანბანი 55 გრაფემისაგან შედგებოდა. თავდაპირველ ორიგინალში მხოლოდ 37 კირილური ასო-ნიშანი იყო, სპეციფიური აფხაზური ბგერების გამოსახატავად კი გამოიყენებოდა ქართული, ლათინური და ბერძნული ასოები. 1888 წლიდან აფხაზური ენის ჩაწერა 55 კირილური ასო-ნიშნით ხდებოდა.
1865 წელს გენერალ-მაიორის ივანე ბართოლომეის რედაქციით ტფილისში გამოიცა 52 გრაფემიანი ახალი აფხაზური ანბანი. უსლარისეულის მსგავსად კირილური ასოების გვერდით გამოყენებული იყო ლათინური და ქართული ასო ნიშნები. ცნობილია, რომ ანბანში შეტანილი იყო რიგი ცვლილებები და დამატებები კონსტანტინე და გრიგოლ შერვაშიძეების მიერ. მიუხედავად ბარტოლომეის მცდელობისა, დამწერლობამ მაინც ვერ მოიკიდა ფეხი, შედეგად უპირატესობა მიენიჭა უსლარისეულ ანბანს.
გაზეთ „კავკაზ“-ში უსლარი/ბარტოლომეი იუწყებოდა რომ აფხაზური დამწერლობის შესაქმნელად იგი 1861 წელს 7 დღის მანძილზე იმყოფებოდა ქალაქ სოხუმში.
1892 წელს დეკანოზ დავით მაჭავარიანის მითითებით 16 წლის აფხაზმა ახალგაზრდა დიმიტრი გულიამ და კონსტანტენე დავითის ძე მაჭავარიანმა 1891 წელს დაასრულეს, ხოლო 1892 წელს გამოსცეს კირილურ დამწერლობაზე დაფუძნებული ახალი 51 ასოიანი აფხაზური ანბანი.
1908 წელს ა. ჭოჭუა ქმნის თავის პირველ „აფხაზური ანბანს“. სოხუმის ოკრუგის სახალხო სასწავლებლებთან არსებული სპეციალური კომისიის მიერ შესწავლის შემდეგ წიგნი გამოქვეყნდა თბილისში 1909 წელს. როგორც ჭოჭუა იხსენებდა ანბანი განხილულ იქნა მისი მონაწილეობის გარეშე, რის შედეგადაც წიგნიდან ამოღებულ იქნა სიტყვები, წინადადებები და სტატიები. საავტორო ეგზემპლიარის გაცნობის შემდეგ ჭოჭუამ უარყოფითი რეცენზია დაწერა, რის გამოც ინსპექტორ იზმაილოვის სახელით მან გაფრთხილება მიიღო.
ჭოჭუას „აფხაზური ანბანი“ თავიდან გამოიცა 1914 და 1925 წლებში. ის თავის ანბანს განიხილავდა როგორც გულიასა და მაჭავარიანის აფხაზური ანბანის თავისებურ გაგრძელებას. 1910 წლიდან სკოლებში აფხაზური ენა ისწავლებოდა ჭოჭუასეული „აფხაზური ანბანის“ მიხედვით[5]. ჭოჭუისეულ ანბანი მოიცავდა 56 ასოს, რომელის რაოდენობა არ შეიცვალა სამივე გამოცემის განმავლობაში.
1919 წელს თურქეთში გამოიცა ლათინურ დამწერლობაზე დაფუძნებული ახალი აფხაზური ანბანი. წიგნი მომზადებული იყო პროფესორ მუსტაფა ბუტბას მიერ და განკუთვნილი იყო თურქეთში მცხოვრები აფხაზებისათვის. 1926 წელს დიმიტრი გულიამ გამოაცხადა აფხაზური დამწერლობის ლათინურზე გადასვლა.
1926 წელს ნიკო მარის მიერ წარმოდგენილი იყო ე. წ. ანალიტიკური აფხაზური ანბანი. ეს ანბანი მხოლოდ 1928 წლამდე გამოიყენებოდა და მასში 75 ასო-ბგერა იყო.
1928 წელს კი შემოღებულ იქნა ნ. იაკოვლევისა და ე. პოლივანოვის მიერ ლათინურ შრიფტზე დაყრდნობით შექმნილი ე. წ. ლათინიზირებული აფხაზურ ანბანი, რომელიც სადამწერლოდ 10 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა. აღნიშნულ ანბანში 51 ასო იყო, აქედან 21 ლათინური და 30 — დამატებითი ასო-ნიშნები.
ლათინურ დამწერლობაზე დაფუძნებულ აფხაზურ ანბანს დიდი ხანი არ უარსებია, ის ისევე როგორც სხვა მრავალი ლათინურ დამწერლობაზე არსებული ანბანები, რომლებიც არსებობდა საბჭოთა კავშირში გადაყვანილ იქნა კირილურ დამწერლობაზე. რაც შეეხება აფხაზურ ანბანს ის გადაყვანილ იქნა ქართულ დამწერლობაზე. ახალი აფხაზური ანბანი შეიქმნა ასევე დიმიტრი გულიას ხელმძღვანელობით, რომელსაც ეხმარებოდა აკადემიკოსები აკაკი შანიძე და სიმონ ჯანაშია.
ქართულ გრაფემებზე მორგებული აფხაზური დამწერლობა გამოიყენებოდა 1937-1954 წლებში.
1938 წლამდე მიღებული იქნა საკავშირო დადგენილება, რომლის მიხედვითაც საბჭოთა კავშირის ავტონომიებში მოსახლე ეთნოსთა ენები უნდა გადაყვანილიყო იმ დამწერლობაზე, რომელიც გამოიყენებოდა შესაბამისი მოკავშირე ენისათვის. გამონაკლისი მხოლოდ საქართველო იყო. ვინაიდან საქართველოში სახელმწიფო ენა ქართული იყო, ორში სხვა ეთნიკური მოსახლეობა იყო წარმოდგენილი ოსებისა და აფხაზების სახით. ამ დადგენილების მიხედვით რუსულ გრაფიკაზე მათი გადაყვანა ვერ მოხდებოდა. ამიტომ თავის და უნებურად მოხდა ისე, რომ ბუნებრივად მოკავშირე რესპუბლიკის ენის დამწერლობაზე უნდა გადაეყვანათ ოსური და აფხაზური.
1937 წელს დაიწყო მზადება აფხაზური ანბანის შექმნისათვის და იმავე წლის ოქტომბერში იმართება საგანგებო თათბირი, რომელშიც მონაწილეობენ აფხაზი, ქართველი და რუსი მეცნიერები და განიხილება ერთადერთი საკითხი, ქართული დამწერლობის რომელი ვარიანტი იქნეს გამოყენებული აფხაზური ენისათვის. აღნიშნულთან დაკავშირებით მომზადდა რამდენიმე პროექტი. აფხაზური მხრიდან დიმიტრი გულიას წარმოდგენილი ჰქონდა რომდენიმე პროექტი,[6] მუშნი ჰაშბას თავისი პროექტი ჰქონდა[7]. ქართული მხრიდან კი წამოდგენილი იყვნენ აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია და აკადემიკოს აკაკი შანიძე თავიანთი პროექტებით. ყველა მათგანი ეფუძნებოდა ქართული ანბანის მხედრულ გრაფიკას.
1937 წლის 4 დეკემბერს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ პროექტების უმრავლესობაზე უარი ეთქვათ და სამი პროექტიდან შეჯერებულიყო ერთიანი პროექტი. ესენი იყო დიმიტრი გულიას, სიმონ ჯანაშიას და აკაკი შანიძის პროექტები. ახლადშექმნილ ანბანში ქართული 33 ასოა გამოყენებული და დამატებით სპეციფიკური ბგერების გადმოსაცემად კიდევ 6 დამატებითი ნიშანი იქნა შემუშავებული.
1938 წელს შეიქმნა ქართულ გრაფემებზე დაფუძნებული აფხაზური ანბანი.
როგორც მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის აფხაზური კულტურის ინსტიტუტის დირექტორი ა.მ. ჭოჭუა იუწყებოდა, აფხაზური ლათინური დამწერლობის ძირითად 51 ნიშანში ლათინური ანბანის მხოლოდ 21 გრაფემაა, დანარჩენი 30 კი დამატებით წარმოებული ნიშნები. ეს ნიშნები არღვევენ ლათინურის და, მაშასადამე, აფხაზურის დამწერლობის სტილსაც. სტილის უქონლობა და დიდძალი დამატებითი ნიშნების არსებობა ძალზე ართულებს კითხვის მექანიზმს და წერის სისწრაფეს. ერთფეროვნება და ანბანის სტილის უქონლობა ხელს უშლის ნაბეჭდი და ხელნაწერი ტექსტის კითხვის დროს ნიშნების სწრაფად გარჩევას, რაც ძალზედ ღლის მხედველობას. დამატებით წამოებული ასო-ნიშნები სრულყოფილი არ არის, რის გამოც ირღვევა არა მარტო სტილი, არამედ ნიშნების თანმიმდევრობაც ანბანში. ლათინიზებური აფხაზური ანბანის ეს ნაკლულოვანება არ იზიდავს მკითხველს და, თუ ხშირად არ გაეწაფა ის კითხვასა და წერაში, მალე ივიწყებს მას[8].
სრულყოფილ ჩაითვლება ისეთი ანბანი, რომელშიც ზემოთხსენებული ნაკლულოვანებებს არ ექნება ადგილი და რომელსაც შეუძლია გამოხატოს ენის ყველა ბგერა, რაც შეიძლება მცირე რაოდენობის ნიშნებში. როგორც ცნობილია არცერთი დამწერლობა ქართულის გარდა ვერ ამოწურავს აფხაზური ანბანის ყველა ბგერას. ქართული დამწერლობის უპირატესობას მეფის რუსეთის დროსაც გრძნობდნენ, მაგრამ რუსიფიკატორული პოლიტიკის დროს ამის განხორციელება შეულებელი იყო. აფხაზეთში საბჭოთა წყობის დამყარებისთანავე ყველა გატაცებული იყო დანერგილიყო მთიელთა და აღმოსავლეთის ხალხთა ენებში უნიფიცირებული ლათინური დამწერლობა.
აფხაზეთის XV პარტიულმა კონფერენციამ სამართლიანად დააყენა საკითხი აფხაზური დამწერლობის დროს დაშვებული შეცდომების დაუყოვნებელი გამოსწორების შესახებ და აფხაზური ანბანის ქართულ დამწერლობაზე გადაყვანის შესახებ.
ქართული ანბანის 33 გრაფემას დაერთვება 6 დამატებითი ნიშანი (ჳ, ჲ, ჶ, ჷ, ჿ, ჾ) აფხაზური ბგერების სპეციფიკის უკეთ გამოსახატავად. ამრიგად აფხაზურში ისევ დარჩა 51 ასო, ოღონდ 39 ქართული გრაფემის გამოყენებით.
ახალია დამწერლობის პროექტი შეადგინა აფხაზეთის განსახკომმა და აფხაზური კულტურის ინსტიტუტმა საქართველოს პროფესორების პ. ა. შარაიას, ა. შანიძის, ს. ჯანაშიას, ა. ჩიქობავას და ვ. თოფურიას უახლოესი მონაწილეობით. წარდგენილი პროექტი განხილულ და დამტკიცებულ იქნა საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის საოლქო კომიტეტის და აფხაზეთის ასსრ ცაკის მიერ.
ეს ანბანი 1953 წლამდე გამოიყენებოდა და მასში 59 ასო-ბგერა იყო.
ქართული ანბანის შემოღების ეს ფაქტი ხშირად გამხდარა აფხაზთა მიერ ქართველთათვის საყვედურის მიზეზი, კერძოდ ბევრი აფხაზი ამ ისტორიულ ფაქტში გაქართველების მცდელობას ხედავს, თუმცა რამდენად უწყობს მათ ხელს საკუთარი ეროვნული სახის შენაჩუნებაში აფხაზური ენის ბუნებისთვის არანაკლებ უცხო კირილური ანბანის (ე. წ. „გრაჟდანკას“) გამოყენება. არაერთი ენათმეცნიერის მოსაზრებით კირილური ანბანი არათუ ვერ გადმოსცემს აფხაზური ენის ფონეტიკურ შესაძლებლობებს, არამედ არღვევს კიდეც ამ ენის ფონეტიკურ ბუნებას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უთუოდ მწვავედ იჩენს თავს. მეცნიერთავე აზრით, აფხაზური ენის ფონეტიკასთან ახლოობის თვალსაზრისით შესაძლოა არც ქართული ასო-ნიშნები (როგორც რუსები უწოდებენ „გრუზინიცა“) იყო იდეალური, მაგრამ იგი მაინც ბევრად უკეთ შეესატყვისებოდა ამ მონათესავე ენის ბუნებას.
1954 წელს სტალინის სიკვდილის შემდეგ დიმიტრი გულიამ დააბრუნა 1892 წელს კონსტანტინე მაჭავარიანთან ერთად გამოცემული კირილური დამწერლობის აფხაზური ანბანი.
XXI საუკუნის დასაწყისიდან საერთაშორისო სტანდარტებით დადგინდა რამდენიმე ასოს (Ҧ, Ҕ) ახლით შეცვლა (Ԥ, Ӷ)[9].
აფხაზური ენა მდიდარია ფონემებით – სიტყვათგანმასხვავებელი და ფორმათგანმასხვავებელი დამოუკიდებელი ბგერებით.
თანამედროვე აფხაზურ ენას მოეპოვება 64 ფონემა. გაცილებით მეტია ფონემათა რაოდენობა დიალექტებში. დღევანდელი სალიტერატურო აფხაზური ენის ფონემათა აღსანიშნავად ამჟამად მოქმედ ანბანში გამოიყენება 23 ასო-ნიშანი. რუსული ანბანის ასევე 8 ასო-ნიშანი გარკვეული ცვლილებებით აღნიშნავს აფხაზური ენის 8 ფონემას, ხოლო 5 ასო-ნიშანი ნასესხებია სხვა ანბანებიდან, ან გამოგონილია. თითო გრაფემით აღინიშნება 49 ფონემა, დანარჩენი ფონემების გადმოსაცემად კი გამოიყენება წყვილ-წყვილი ნიშანი. ფონემათა ბაგისმიერობის აღმნიშვნელია საერთაშორისო ტრანსკრიფციიდან ნასესხებია ə ნიშანი, ხოლო ფონემის სილბოს აღმნიშვნელია რუსული სილბოს ნიშანი ь. რაც შეეხება и და у გრაფემებს, ისინი ხან სრულ ი და უ ხმოვნებს აღნიშნავენ, ხან კი ნახევრადხმოვან ჲ და უ.
აფხაზურ სალიტერატურო ენას ამჟამად ყველა ის ხუთი ხმოვანი აქვს, რომლებიც მოეპოვება ქართულ ენას. ესენია: а, е, и, о, у. გარდა ამისა, აფხაზურ ენას მოეპოვება აგრეთვე ე. წ. ნეიტრალური ხმოვანი ы, რომელიც ჟღერადობით რუსულ „ы“-საგან განსხვავებულია. ხსენებულ ხმოვანთაგან ძირითადი არის а და ы. დანარჩენები კი წარმოადგენენ დიფტონგებს და შედარებით ახალი წარმოშობისაა.
1 | 2 (IPA) | 3 (ISO) | 4 (უსლარი) | 5 (მთ. კომ.) | 6 (მარი) | 7 ლათ. | 8 ქართ. | 9 აუდიო |
А а | a | a | а | а | a | a | ა | ▶ |
Б б | b | b | б | б | b | b | ბ | ▶ |
В в | v | v | в | в | v | v | ვ | ▶ |
Г г | g | g | г | г | g | g | გ | ▶ |
Гь гь | gʲ | g' | гj | г̆ | gˌ | gı | გჲ | ▶ |
Гә гә | gʷ | gã | гу | гу | g˚ | gu | გჿ | ▶ |
Ӷ, ӷ | ɣ ~ ʁ | ğ | г̓ | ҕ | ǧ | ƣ | ღ | ▶ |
Ӷь, ӷь | ɣʲ ~ ʁʲ | ğ' | г̓j | ҕ̆ | ǧˌ | ƣı | ღჲ | ▶ |
Ӷә, ӷә | ɣʲʷ ~ ʁʲʷ | ğ'ã | г̓у | ҕу | ǧ˚ | ƣu | ღჿ | ▶ |
Д д | d | d | д | д | d | d | დ | ▶ |
Дә дә | dʷ | dã | д̓ | ꚁ | d˚ | đ | დჿ | ▶ |
Е е | ɛ | e | е | е | e | e | ე | ▶ |
Ж ж | ʐ | ž | ж | ж | ȷ | ƶ | ჟჾ | ▶ |
Жь жь | ʒ | ž' | жj | ӂ | ȷˌ | ჟ | ▶ | |
Жә жә | ʒʷ | žã | ꚅ | ꚅ | ȷ˚ | j | ჟჿ | ▶ |
ꚅ̓ | ꚅ̆ | ȷˌ˚ | ||||||
Џ џ | ɖʐ | d̂ | џ | ḓ | ჯჾ | ▶ | ||
Џь џь | ʤ | d̂' | џ | џ̆ | ḏ̣ | ꝗ | ჯ | ▶ |
Ҽ ҽ | ʈʂ | č | ꚇ | ҽ | ϑ̱̣ | ჩჾ | ▶ | |
Ҿ ҿ | ʈʂ’ | č̦ | ꚇ̆ | ҽ̆ | ṯ̣ | ჭჾ | ▶ | |
З з | z | z | з | з | z | z | ზ | ▶ |
ⱬ | ||||||||
Ӡ ӡ | ʣ | źã | ꚉ | ӡ | ď | ᴣ | ძ | ▶ |
ďˌ | ||||||||
Ӡә ӡә | ʥʷ | źã' | ꚃ | ꚃ | ď˚ | ⱬ | ძჿ | ▶ |
И и | i:, j, jə | i | i | i | i | i | ი | ▶ |
j | y | |||||||
К к | k’ | k | к | к | k | ⱪ | კ | ▶ |
Кь кь | kʲ’ | k' | кj | к̆ | kˌ | ⱪı | კჲ | ▶ |
Кә кә | kʲ’ʷ | k'ã | ку | ку | k˚ | ⱪu | კჿ | ▶ |
Қ қ | kʰ | ķ | к̓ | ӄ | q | k | ქ | ▶ |
Қь қь | kʲʰ | ķ' | к̓j | ӄ̆ | qˌ | kı | ქჲ | ▶ |
Қә қә | kʲʰʷ | ķ'ã | к̓у | ӄу | q˚ | ku | ქჿ | ▶ |
Ҟ ҟ | q’ | k̄ | q | q | k̇ | q | ყ | ▶ |
Ҟь ҟь | qʲ’ | k̄' | qj | q̆ | k̇ˌ | qı | ყჲ | ▶ |
Ҟә ҟә | qʲ’ʷ | k̄'ã | qу | qу | k̇˚ | qu | ყჿ | ▶ |
Л л | l | l | л | л | l | l | ლ | ▶ |
М м | m | m | м | м | m | m | მ | ▶ |
Н н | n | n | н | н | n | n | ნ | ▶ |
О о | o | o | о | о | o | o | ო | ▶ |
Ҩ ҩ | ɥ (< ʕʷ) | ò | ҩ | ҩ | w̧ | y | ჳ | ▶ |
П п | p’ | p | п | п | p | პ | ▶ | |
Ҧ ҧ | pʰ | ṕ | п̓ | ҧ | φ | p | ფ | ▶ |
Р р | r | r | р | р | r | r | რ | ▶ |
С с | s | s | с | с | s | s | ს | ▶ |
ҫ | sˌ | |||||||
Т т | t’ | t | т | т | t | ტ | ▶ | |
Тә тә | tʷ’ | tã | ꚍ̆ | ꚍ̆ | t˚ | ტჿ | ▶ | |
Ҭ ҭ | tʰ | ţ | т̓ | ꚋ | ϑ | t | თ | ▶ |
Ҭә ҭә | tʷ | ţã | ꚍ | ꚍ | ϑ˚ | თჿ | ▶ | |
У у | w, wə, u: | u | у | у | w | u | უ | ▶ |
Ф ф | f | f | ф | ф | f | f | ჶ | ▶ |
Х х | x ~ χ | h | х | х | q̇ | x | ხ | ▶ |
Хь хь | xʲ ~ χʲ | h' | хj | х̆ | q̇ˌ | xı | ხჲ | ▶ |
Хә хә | xʲʷ ~ χʲʷ | h'ã | ху | ху | q̇˚ | xu | ხჿ | ▶ |
х̍ | q̱̇ | |||||||
х̍у | q̱̇˚ | |||||||
Ҳ ҳ | ħ | h̦ | h | h | ħ | h | ჰ | ▶ |
Ҳә ҳә | ħʷ | h̦ã | ꚕ | ꚕ | ħ˚ | ħ | ჰჿ | ▶ |
Ц ц | ʦʰ | c | ц | ц | ϑ̇ | c | ც | ▶ |
ц̍ | ϑ̇ˌ | |||||||
Цә цә | ʨʷʰ | cã | ꚏ | ꚏ | ϑ̇˚ | ცჿ | ▶ | |
Ҵ ҵ | ts’ | c̄ã | ц̓ | ҵ | ṫ | წ | ▶ | |
Ҵә ҵә | ʨʷ’ | c̄ | ꚏ̆ | ꚏ̆ | ṫ˚ | წჿ | ▶ | |
т̨ | ṫˌ | |||||||
Ч ч | ʧʰ | č | ч | ч | ϑ̣ | ɥ | ჩ | ▶ |
Ҷ ҷ | ʧ’ | c̦ | ч̓ | ꚓ | ṭ | ჭ | ▶ | |
Ш ш | ʂ | š | ш | ш | ш | შჾ | ▶ | |
Шь шь | ʃ | š' | ш̆ | ш̆ | щ | ſ | შ | ▶ |
Шә шә | ʃʷ | šã | щ | ꚗ | ш˚ | შჿ | ▶ | |
щ̆ | ꚗ̆ | щ˚ | ||||||
Ы ы | ɨ | y | ѵ | ѵ | ə | ə | ჷ | ▶ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.