From Wikipedia, the free encyclopedia
ბარონი გრიგოლ ვლადიმერის ძე როზენი (დ. 30 სექტემბერი, 1782 — გ. 18 აგვისტო, 1841) — რუსეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს მთავარმართებელი 1831–1837 წლებში. ის შეეწინააღმდეგა საქართველოში სათემო მმართველობის შემოღებას. მისივე აზრით, რუსული მმართველობის და კანონმდებლობის გავრცელება მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ხუთ მაზრაში იყო შესაძლებელი. იმერეთი, გურია და ახალციხის ოლქი კი გარდამავალი პერიოდის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელში უნდა დარჩენილიყო. 1837 წელს ნიკოლოზ I-ის კავკასიაში ვიზიტისას, სენატორმა პავლე განმა მხარის მმართველობის მდგომარეობა იმპერატორს მუქი ფერებით დაუხატა. ბარონი გრიგოლ როზენი დაუყოვნებლივ გაიწვიეს და მთავარმართებლად ევგენი გოლოვინი დანიშნეს.
ჩაირიცხა ლეიბ-გვარდიიდ პრეობროჟენსკის პოლკში სერჟანტად (6 მარტი 1789).
ქვეით კაზაკებთან ერთად ველაუსთან ბრძოლით მოწინააღმდეგე შეაკავა ნემანთან, რისთვისაც მე-3 ხარისხის წმ. ვლადიმირის ორდენი. პრუსიის მეფისაგან მიიღო ორდენი „ღირსებისათვის“.
ამავე წელს მიიღო მონაწილეობა ზამთრის ექსპედიციაში ალანდის კუნძულების დასაკავებლად.
სამამულო ომის დროს ის მეთაურობდა 1 დასავლეთის რეგულარულ არმიის არიერგარდს; 26 აგვისტოს, გვარდიის ნაწილების მეთაურად, მონაწილეობა მიიღო ბოროდინოს ბრძოლაში და მამაცობისათვის გმირობებისათვის დაჯილდოეს 1 ხარისხი წმ. ანას ორდენით.
პელაუს, ნაუმბურგის, ვეიმარის და ტურინგიის გავლით იყო მაინის ფრანკფურტშიიქიდან დარმშტადტის და ბადენის დიდი საჰერცოგოს გავლით ჯარითურთ მივიდა ბაზელში.
წინამორბედი: ივანე პასკევიჩი |
საქართველოს მმართველი საქართველოს მთავარმართებელი 1831-1837 |
შემდეგი: ევგენი გოლოვინი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.