Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ევგენი ალექსანდრეს ძე გოლოვინი (რუს. Евге́ний Алекса́ндрович Голови́н; დ. 1782 — გ. 27 ივნისი, 1858) — რუსეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, კავკასიის მთავარმართებელი 1837–1842, რუსეთის იმპერიის არმიის ინფანტერიის გენერალი (1839).
დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 1797 წლიდან იყო სამხედრო სამსახურში. მონაწილეობდა საფრანგეთ-რუსეთის (1812), რუსეთ-ოსმალეთის ომებში (1806-1812; 1828-1829). 1838-1842 წლებში მეთაურობდა ცალკეულ კავკასიის კორპუსს. ატარებდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას. განამტკიცა რუსული გავლენა კავკასიაზე. აქტიურ საომარ ოპერაციებს მართავდა შამილის წინააღმდეგ. ხელმძღვანელობდა გზათა მშენებლობასა და სიმაგრეთა აგებას შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს სამხედრო გზაზე, ჩაჩნეთსა და დაღესტანში. 1838 წლის მაისში საძირკველი ჩაუყარა ნოვოროსიისკის ნავსადგურის მშენებლობას. მისი მმართველობის დროს, 1841 წელს, იფეთქა გურიის გლეხთა აჯანყებამ, რომელიც სასტიკად ჩაახშეს. აჯანყების მეთაურების მიმართ მთავარმართებლის დაკავმიერ გამოტანილი განაჩენი იმდენად მკაცრი იყო, რომ ნიკოლოზ I-მა იგი საგრძნობლად შეარბილა. 1845-1848 წლებში ბალტიისპირეთის გენერალ-გუბერნატორი იყო. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე მისი სახელი ერქვა ახლანდელი რუსთაველის გამზირს.
წინამორბედი: გრიგოლ როზენი |
საქართველოს მმართველი საქართველოს მთავარმართებელი 1837-1842 |
შემდეგი: ალექსანდრ ნეიდგარდტი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.