From Wikipedia, the free encyclopedia
არშიიანი აბლაბუდიანი სოკო (ლათ. Cortinarius balteatus) — სოკოს სახეობა აბლაბუდიანი სოკოების გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას, ევროპასა და მაროკოს (ჩრდილოეთი აფრიკა).
არშიიანი აბლაბუდიანი სოკო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Cortinarius balteatus (Fr.) Fr. (1838) | |||||||||||||||
|
საკვებად გამოიყენება ნორჩობაში. იზრდება ჯგუფებად ნიადაგზე, წიწვოვან და შერეულ ტყეებში, ზაფხულიდან შემოდგომამდე.
სოკო პირველად აღწერა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1838 წელს როგორც Agaricus balteatus,[1] ხოლო იმავე წელს გადაიტანა კორტინარიუსის გვარში.[2]
სამეცნიერო სინონიმები:
ქუდის დიამეტრი — 3-12 სმ-მდე, ხორციანი, ნორჩობაში ნახევარსფეროსებრია, შემდეგ ამობურცული და საბოლოოდ ბრტყლად ჩაზნექილი. ზედაპირი მშრალი, ქერცლისებრი, ზოგჯერ ოდნავ წებოვანი, კიდეზე შემოვლებულია აქვს იისფერი არშია.[3] ფერი ვარირებს ვარდისფერ-იისფერიდან ვარდისფერ-იისფერ-ყავისფრამდე.
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები შეზრდილია კბილით. საკმაოდ მკვრივი, თავდაპირველად ღია მოყვითალოა, შემდეგ მოთეთრო ან ჟანგმიწისფერი.
ფეხის სიგრძე — 4-7 სმდე, სისქე — 2-4 სმ-მდე, ცილინდრულ, მკვრივი, ძირში გაგანიერებული, სიგრძივ ბოჭკოვანი. თავიდან მოთეთრო, შემდეგ ჟანგმიწისფერი, ზოგჯერ ძირისკენ წითელ-ყავისფერი.
რბილობი — სქელი, ხორციანი, მკვრივი, თეთრი ფერის. გაჭრისას ფერს არ იცვლის, სასიამოვნო გემოთი. ნორჩობაში ახასიათებს ხილის სუნი, სიმწიფეში იღებს არასასიამოვნი სუნს.
სპორების ფხვნილი — ყვითელ-ყავისფერი.[4][5] სპორები — 10-11x5–5,6 მკმ, ნუშის ფორმის.
გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას, ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკას (მაროკო).
ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, თუმცა ზოგიერთ ადგილას იშვიათად გვხვდება,[6] მაგალითად — პოლონეთში, სლოვაკეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებსა და ინგლისში.[7]
იზრდება ნიადაგზე ერთეულებად ან დიდ ჯგუფებად, წიწვივან და შერეულ ტყეებში, უპირატესად მჟავე ნიადაგზე ნაძვთან,[8] ზოგჯერ სოჭთანაც
სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.
საკმაოდ გემრიელი სოკოა. გამოიყენება ახალი, მხოლოდ ნორჩი ეგზემპლარები. სიმწიფეში ახასიათებს არასასიამოვნო სუნი, აქედან გამომდინარე, ზოგიერთი სახელმძღვანელო მას არასაჭმელ სოკოდ მიიჩნევს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.