From Wikipedia, the free encyclopedia
ანტიპოდის კუნძულები (ინგლ. Antipodes Islands) — მომცრო ვულკანური კუნძულები ახალი ზელანდიის სამხრეთით. კუნძულების ეს ჯგუფი ახალი ზელანდიის გარე კუნძულებია, ისინი არ ითვლებიან რაიმე რეგიონის ან ოლქის ნაწილად, მაგრამ არიან სპეციალური ორგანოს — ინგლ. Area Outside Territorial Authority უშუალო მმართველობაში. მდებარეობს სტიუარტის კუნძულისგან 860 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით.
მშობ. სახელი: ინგლ. Antipodes Islands | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 49°40′ ს. გ. 178°46′ ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 7 |
მთავარი კუნძული | ანტიპოდი |
ფართობი | 21 კმ² |
უმაღლესი წერტილი |
366 მ გალოვეის მთა |
ახალი ზელანდია | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2010) |
ეკოლოგიურად, კუნძულები ანტიპოდის სუბანტარქტიკულ კუნძულთა ტუნდრის ეკორეგიონს მიეკუთვნება. ახალი ზელანდიის სხვა სუბანტარქტიკულ კუნძულებთან ერთად შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.[1] კუნძულებზე შექმნილია ნაკრძალი და შესაბამისად, ისინი ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არაა.
თავისი სახელი კუნძულებმა მიიღო დიდი ბრიტანეთის საწინააღმდეგო გეოგრაფიული კოორდინატების გამო. ამავე დროს, ფრანგულ რუკებზე კუნძულები აღინიშნება როგორც პარიზის ანტიპოდები[2].
არქიპელაგის ფართობია — 20,97 კმ². კუნძულებიდან ყველაზე დიდებია: კუნძული ანტიპოდი — დაახლოებით 20 კმ² (49.69° ს. გ. 178.78° ა. გ.), ბოლანსის კუნძული — დაახლოებით 2 კმ² (49.645° ს. გ. 178.819° ა. გ.) და დიდი რაოდენობით პატარა კუნძულები და კლდეები. უმაღლესი წერტილია გალოვეის მთა და რომლის სიმაღლეა 366 მეტრი, რომელიც ამავე დროს აქტიური ვულკანია.
კუნძულების კლიმატი მკაცრი და არასტუმართმოყვარეა, მაგრამ, ეს ფრინველთა ბაზრის საყვარელი ადგილია. კუნძულზე ასევე ცხოვრობენ ანტიპოდის მხტუნავი თუთიყუშები (ლათ. Cyanoramphus unicolor).
კუნძულები აღმოაჩინეს 1800 წელს.
კუნძულებზე მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს, მხოლოდ ხანდახან არქიპელაგს ეწვევიან სამეცნიერო ექსპედიციები და იშვიათი ტურისტები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.