პეპელა ტალღურასებრთა ქვეოჯახისა From Wikipedia, the free encyclopedia
ანტიკური ტალღურა, ჩვეულებრივი ტალღურა (ლათ. Orgyia antiqua) — პეპელა ტალღურასებრთა ქვეოჯახისა. ფრთების შლილი 25–30 მმ შეადგენს. სხეული დაფარულია ღია ნაცრისფერი ღინღლით. ჭუპრიდან გამოსულ მდედრ პეპელას ფრთები ბოლომდე არ აქვს განვითარებული. ახასიათებს ერთწლიანი გენერაცია. იზამთრებს კვერცხის ფაზაში. მატლები იჩეკებიან ივნისის ბოლოს – ივლისის დასაწყისში, 1,5–2 თვის განმავლობაში მდედრ მატლებს ახასიათებთ 5–6 ხნოვანობა, მამრ მატლებს კი — 4–5. მატლის ფაზა გრძელდება 45 დღეს. დაჭუპრება ხდება ივლის-აგვისტოში. ჭუპრის ფაზა გრძელდება 7–15 დღეს. პეპლები ფრენენ აგვისტო-სექტემბერში. მდედრი პეპელა კვერცხებს დებს ჯგუფურად (50 ცალი) ერთ ფენად და აწებებს ერთმანეთს. კვერცხების პროდუქტიულობა არის 50–360 ცალი. ზამთრის დიაპაუზის დროს კერცხები უძლებენ −20°C ტემპერატურას. გავრცელებულია ფოთლოვან, იშვიათად წიწვოვან ტყეებში. იკვებება მუხის, კუნელის, ნეკერჩხლის ხეებზე. მწერი შეიძლება დასახლდეს ნაძვზე და ფიჭვზე. მავნებელია.[1]
ანტიკური ტალღურა | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მამალი | |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Orgyia antiqua (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||||
სია
| |||||||||||||||||
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.