From Wikipedia, the free encyclopedia
ნეკერჩხალი (ლათ. Acer) — მცენარეთა გვარი საპინდუსისებრთა[1] ოჯახისა. 5-40 მ სიმაღლის ერთ-, ორ- ან მრავალსახლიანი (პოლიგამური) ფოთოლმცვივანი ხეები ან ბუჩქებია.
ნეკერჩხალი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Acer campestre | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Acer | ||||||||||||||
|
შეიცავს 150-მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია ევრაზიაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკასა და ზონდის არქიპელაგის კუნძულებზე, ზომიერი და სუბტროპიკული ჰავის პირობებში, ნოყიერ და დაწრეტილ ნიადაგებზე. ზოგი ეგუება ნიადაგის სუსტ დამლაშებას. უმეტესად მეზოფილური და ყინვაგამძლე მცენარეებია, ნაწილობრივ — ქსეროფიტები. კავკასიაში 11 სახეობაა, მათგან საქართველოში — 9.
ჩვენში ნეკერჩხალი გავრცელებულია დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე, უმრავლესობა — მთის შუა და ზემო სარტყლამდე. მხოლოდ კავკასიის ენდემი — მაღალმთის ბოყვი (ლათ. Acer trautvetteri) — ქმნის სუბალპურ სარტყელში ნაირბალახოვან მეჩხერ კორომებს, დანარჩენი კი შერეულია ფოთლოვან და წიწვოვან (უფრო ნაკლებად) ტყეებში.
მეორე ენდემი სოსნოვსკის ნეკერჩხალი (ლათ. Acer sosnowskyi) იზრდება მხოლოდ აფხაზეთში კირქვიანებზე. ქართული ნეკერჩხალი (ლათ. Acer ibericum) — მესამე კავკასიის ენდემი, რომელიც საქართველოს წითელ წიგნში არის შესული. სახეობებისა (ლეკა, თათრული ნეკერჩხალი, მთის და მაღალმთის ბოყვები) გამოსადეგია სატყეო და საცავი ნარგევებისათვის, ბაღ-პარკების გასაფორმებლად (შემოდგომაზე ძალზე ლამაზია, მათი ნაირფერი ფოთოლი და ნაყოფი); ზოგი მათგანი შეიცავს მრავალ მაღურ ფორმას.
საქართველოში ინტროდუცირებული სახეობებიდან ამ მხრივ პერსპექტიულია ჩრდილოეთ ამერიკის წითელი ნეკერჩხალი (ლათ. Acer rubrum), შაქრის ნეკერჩხალი (ლათ. Acer saccharum), იფანფოთოლა ნეკერჩხალი (ლათ. Acer negundo) და სხვა. აღმოსავლეთ აზიური ნეკერჩხალი „გინალა“ (ლათ. Acer ginnala), თათისებრი ნეკერჩხალი (ლათ. Acer palmatum) და სხვა. ნეკერჩხალის მერქანი მკვრივი, გამძლე და მაგარია, კარგად პრიალდება.
იყენებენ ავეჯის, სპორტის ნივთიერების, მუსიკალური საკრავებისა და სხვათა დასამზადებლად. ზოგიერთი სახეობა შეიცავს „ნეკერჩხლის შაქარს“. ფოთლებისაგან მიიღება საღებავი. თაფლოვანი მცენარეებია. ამრავლებენ თესლით, ბაღურ ჯიშებს — მყნობით. კალმები ძნელად ფესვიანდება. უხვად ივითარებს ძირკვის ამონაყარს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.