From Wikipedia, the free encyclopedia
იმპერატორი ანეი (იაპონ. 安寧天皇; დ. ძვ. წ. 566 — გ. ძვ. წ. 510) — იაპონიის მე-3 იმპერატორი [1] მემკვიდრეობის ტრადიციული წესის მიხედვით. [2] ისტორიკოსები იმპერატორ ანეის მოიხსენიებენ, როგორც ლეგენდარულ პიროვნებას. მისი გარდაცვალების შემდგომი სახელი ანეი-ტენო შექმნეს მომდევნო თაობებმა.
იმპერატორი ანეი | |
---|---|
安寧天皇 | |
იაპონიის მე-3 იმპერატორი | |
წინამორბედი: | სუიძეი |
მემკვიდრე: | იტოკუ |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ძვ. წ. 566 |
გარდ. თარიღი: | ძვ. წ. 510 |
მამა: | იმპერატორი სუიძეი |
იმპერატორის ცხოვრების და მმართველობის წელი უცნობია.[3] ადრეული ხანის იმპერატორების პირობითი სახელები არ იყო მიღებული „ტრადიციული წესით“ იმპერატორ კამუს მმართველობამდე, რომელიც იამატოს დინასტიის 50-ე მონარქი იყო.[4]
გუკანშო წერდა, რომ ანეი მართავდა კავაჩის უკენა ნო მიას სასახლიდან, რომელიც დღეს იამატოს პროვინციის სახელით არის ცნობილი.
ისტორიკოსების აზრით ანეი უდავოდ ლეგენდის ნაწილია. კოძიკი მის შესახებ მარტო სახელს და გენეოლოგიას წერს. ნიჰონ შოკი ანეის იხსენიებს, როგორც მეორე იმპერატორს „რვა არადარეგისტრირებული მონარქიდან“ (იაპონ. 欠史八代).[5] გუკანშო წერს, რომ ანეი იმპერატორ სუიძეის უფროსი[6] ან ერთადერთი შვილი იყო.[3]
იმპერატორ ანეის მმართველობის დროს იაპონიის დედაქალაქი კატაშიჰა იყო.[7]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.