From Wikipedia, the free encyclopedia
იმპერატორი სუიძეი (იაპონ. 绥靖天皇; დ. ძვ. წ. 669 — გ. ძვ. წ. 548) — იაპონიის მეორე ლეგენდარული იმპერატორი ძვ. წ. 581 — ძვ. წ. 549 წლებში.
იმპერატორი სუიძეი | |
---|---|
绥靖天皇 | |
იაპონიის მე-2 იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ. წ. 581 |
მმართ. დასასრული: | ძვ. წ. 549 |
წინამორბედი: | ძიმუ |
მემკვიდრე: | ანეი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ძვ. წ. 669 |
გარდ. თარიღი: | ძვ. წ. 548 |
შვილები: | იმპერატორი ანეი |
სანდო ინფორმაცია მისი დაბადების, გარდაცვალების და მმართველობის შესახებ არ მოიპოვება. ამის გამო ისტორიკოსების მიერ სუიძეი მოიხსენიება, როგორც „ლეგენდარული იმპერატორი“, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის არ არსებობდა. მეცნიერები სინანულს გამოთქვამენ, რომ დღეისათვის არ არსებობს საკმარისი მონაცემები მის შესახებ კვლევა-ძიების ჩასატარებლად.
კოძიკიში და ნიჰონ შოკიში ნახსენებია მისი სახელი და გენიოლოგია. იაპონელები აღიარებენ სუიძეის არსებობის ფაქტს და უვლიან იმპერატორის საფლავს. მიჩნეულია, რომ იგი იყო რვა იმპერატორიდან ერთ-ერთი, რომლზეც არ დაწერილა რაიმე ლეგენდა. ეს იმპერატორები ასევე ცნობილები არიან, როგორც „რვა არადარეგისტრირებული მონარქი“ (იაპონ. 欠史八代).
ძიენი წერდა, რომ სუიძეი იყო იმპერატორ ძიმუს ვაჟი და ის მართავდა „ტაკაოკა ნო მიას“ სასახლიდან კაცურაგის, რომელსაც მოგვიანებით მოიხსენიებენ, როგორც იამატოს პროვინციას.
იმპერატორის გარდაცვალების შემდგომი სახელი სიტყვასიტყვით ნიშნავს „ბედნიერ ჯანმრთელ სამყაროს“. საკამათო არ არის, რომ ფორმით ეს სახელი ჩინურია, ხოლო მნიშვნელობით ბუდისტური, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ სახელი მოფიქრებულია იმპერატორის გარდაცვალებიდან ასი წლის შემდეგ. შესაძლებელია ეს მოხდა იმ დროს, როცა ლეგენდა იამატოს დინასტიის წარმოშობის შესახებ შეგროვილ იქნა და დაიწერა კოძიკიში.
დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სუიძეის მმართველობა თარიღდება ძვ. წ. IV საუკუნის დასაწყისით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.