From Wikipedia, the free encyclopedia
Wet Dream — პინკ ფლოიდის კლავიშისტ რიჩარდ რაიტის პირველი სოლო-ალბომი, რომელიც ბრიტანეთში გამოვიდა 1978 წლის 15 სექტემბერს, ლეიბლზე Harvest. სიმღერა „Pink's Song“ ეძღვნება რაიტის და მისი იმჟამინდელი მეუღლის, ჯულიეტის შვილების მასწავლებელს.
„ ამ ალბომით ძალები მოვიკრიბე პინკ ფლოიდის შემდეგი ალბომის ჩასაწერად . “ | |
Wet Dream | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 15 სექტემბერი, 1978 | |||
ჩაიწერა | 10 იანვარი-14 თებერვალი, 1978 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი, ინსტრუმენტული როკი, ჯაზ-ფიუჟენი | |||
ხანგრძლივობა | 43:51 | |||
ლეიბლი |
Harvest (ბრიტანეთი) Columbia (აშშ) | |||
პროდიუსერი | რიჩარდ რაიტი | |||
რიჩარდ რაიტი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
ალტერნატიული გარეკანი | ||||
2023 წლის რემიქსის გარეკანი |
Wet Dream ჩაიწერა თავად რაიტის პროდიუსერობით. იგი ყველა სიმღერის პროდიუსერი და ავტორია, გარდა „Pink's Song“-ის, რომლის თანაავტორია მისი იმჟამინდელი ცოლი, ჯულიეტი, რომელმაც, როგორც ჯულიეტ გეილმა, წლებით ადრე მიიღო მონაწილეობა „Walk with Me Sydney“-ს, პინკ ფლოიდამდე არსებული შემადგენლობის ადრეული სიმღერის ჩაწერაში. Wet Dream იწერებოდა სტუდიაში Super Bear, ზღვისპირა ალპების დეპარტამენტის მიდამოებში, 1978 წლის დასაწყისში[3] — იქ, სადაც მოგვიანებით საკუთარ პირველ ალბომს იწერდა დეივიდ გილმორი.
ალბომი გამოცემის წელს თითქმის შეუმჩნეველი დარჩა.[4] იგი ბრიტანეთში მრავალი წლის განმავლობაში განმეორებით არ გამოცემულა, მაგრამ აშშ-სა და კანადაში 1990-იანებში CD-ზე გამოვიდა და მცირე წარმატება ჰქონდა, ხოლო 2008 წელს, რაიტის გარდაცვალების შემდეგ, გამოვიდა ავსტრალიაში.
2023 წლის 28 ივლისისთვის, რაიტის დაბადებიდან 80 წლის აღსანიშნად, დაიგეგმა ალბომის რემიქსის CD-სა და ციფრულ ფორმატებში გამოცემა. რემიქსის ავტორია სტივენ უილსონი, ხოლო გარეკანი შეიცავს ალბომის ჩაწერის პერიოდის უცნობ ფოტოსურათებს.[5] ეს, ახალი სტერეომიქსი 29 სექტემბერს გამოიცა Blu-ray-ს ფორმატში, რომელიც შეიცავს უილსონის მომზადებულ ალბომის Dolby Atmos და 5.1 მიქსებს[6]. 2023 წლის გამოცემაში არ იყო შეტანილი Wet Dream-ის თავდაპირველი მიქსი[6], თუმცა მსმენელების მხრიდან თხოვნების საფუძველზე მოხდა Blu-ray-ზე ორიგინალური მიქსის პირველწყაროს წინამორბედი მიქსის დამატება.[7]
ალბომის ამ გამოცემის პრომოკამპანიის ფარგლებში კომპოზიცია „Cat Cruise“ გამოიცა როგორც ციფრული სინგლი.[8]
2023 წლის გამოცემაში მითითებულია, რომ ჯულიეტ რაიტი არის „Pink's Song“-ის ტექსტის ავტორი[9] ორიგინალურ გამოცემაში ეს ავტორობა ასევე იყო მითითებული, თუმცა შეცდომით იყო ნახსენები, რომ მას ეკუთვნოდა „Against the Odds“-ის ტექსტი.[10]
ყველა სიმღერის ავტორი — რიჩარდ რაიტი, გარდა მითითებულისა.
მხარე 1 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Mediterranean C“ (ინსტრუმენტული) | 3:52 |
2. | „Against the Odds“ | 3:57 |
3. | „Cat Cruise“ (ინსტრუმენტული) | 5:14 |
4. | „Summer Elegy“ | 4:53 |
5. | „Waves“ (ინსტრუმენტული) | 4:19 |
მხარე 2 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
6. | „Holiday“ | 6:11 |
7. | „Mad Yannis Dance“ (ინსტრუმენტული) | 3:19 |
8. | „Drop In from the Top“ (ინსტრუმენტული) | 3:25 |
9. | „Pink's Song“ | 3:28 |
10. | „Funky Deux“ (ინსტრუმენტული) | 4:57 |
ავტორობა ეფუძნება 1979 წლის ორიგინალურ და 2023 წლის გამოცემებში ნახსენებს.[9][10]
ჩარტი (2023) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ბელგიის ალბომები (Ultratop ვალონია)[12] | 197 |
გერმანიის ალბომები (Offizielle Top 100)[13] | 26 |
უნგრული ფიზიკური ალბომები (MAHASZ)[14] | 17 |
იტალიური ალბომები (FIMI)[15] | 78 |
პორტუგალიის ალბომები (AFP)[16] | 23 |
შოტლანდიის ალბომები (OCC)[17] | 31 |
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[18] | 22 |
ბრიტანეთის ციფრული ალბომები (OCC)[19] | 34 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.