From Wikipedia, the free encyclopedia
Station to Station — ინგლისელი მუსიკოს დეივიდ ბოუის მეათე სტუდიური ალბომი. გამოვიდა 1976 წელს, ლეიბლზე RCA Records. ითვლება მუსიკოსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნამუშევრად. ამ ალბომით შეიქმნა პერსონაჟი „გამხდარი თეთრი ჰერცოგი“. ალბომი ჩაწერილი იქნა მას შემდეგ, რაც დასრულდა ნიკოლას რეგის ფილმის „ადამიანი, რომელიც დედამიწაზე ჩამოვარდა“ გადაღებები, რომელშიც ბოუიც მონაწილეობდა. ალბომის გარეკანზე გამოტანილია კადრი ამ ფილმიდან. გადაღებების დროს ბოუი აქტიურად იყენებდა ნარკოტიკებს, განსაკუთრებით კოკაინს და თითქმის არაფერი ახსოვს მის წარმოებაზე.[11][12]
Station to Station | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 23 იანვარი 1976 | |||
ჟანრი | როკი, ფანკი | |||
ხანგრძლივობა | 38:08 | |||
ლეიბლი | RCA | |||
პროდიუსერი | დეივიდ ბოუი, ჰარი მესლინი | |||
დეივიდ ბოუი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Station to Station | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
რობერტ კრისტგოუ | (A)[2] |
The Independent | [3] |
NME | (კეთილგანწყობილი)[4] |
Pitchfork Media | (9.5/10)[5] |
Q | [6] |
Rolling Stone | (შერეული)[7] |
The Rolling Stone Album Guide | [8] |
Sounds | (კეთილგანწყობილი)[9] |
Spin | [10] |
მუსიკალურად Station to Station გარდამავალი ნამუშევარია, რომელშიც ფანკის და სოულის ელემენტებია გამოყენებული, ისევე, როგორც Young Americans-ში, წინა ალბომში. თუმცა, ამჯერად მეტი ყურადღება იქნა გადატანილი სინთეზატორებსა და მოტორიკულ რიტმებზე, რომლებიც გერმანული ელექტრონული მუსიკის შთაგონებით იქნა შემუშავებული (Neu!, Kraftwerk). ამ ტენდენციის კულმინაციას ადგილი ჰქონდა ალბომების სერიაში, რომელსაც ბერლინურ ტრილოგიას უწოდებენ. იგი ჩაწერილი იქნა ბრაიან ინოს პროდოუსერობით, 1977-1979 წლებში. ბოუი თავად აღნიშნავდა, რომ Station to Station იყო „ჩემი ევროპაში დაბრუნების გამართლება“.[12] ალბომის ტექსტებში არეკლილია მისი ინტერესები ფრიდრიხ ნიცშეს და ალისტერ კროულის შემოქმედებით, მითოლოგიისა და რელიგიის თემებით.
ფანკისა და კრაუტროკის, რომანტიკული ბალადების და ოკულტიზმის აღრევით, Station to Station აღწერილია, როგორც „მოულოდნელად ბოუის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ალბომი და ამავე დროს ყველაზე მიუწვდომელიც.“[13] ახლდა რა სინგლი „Golden Years“, ალბომმა წარმატება იქონია ბრიტანეთისა და აშშ-ის ჩარტების საუკეთესო ხუთეულებში. 2003 წელს იგი Rolling Stone-ის „ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის“ სიაში 323-ე ადგილს იკავებდა.
ყველა სიმღერის ავტორი - დეივიდ ბოუი, გარდა მითითებულისა.
ალბომი CD-ზე ოთხჯერ გამოიცა. პირველად იგი გამოვიდა 1985 წელს RCA-ზე, ორიგინალური შავ-თეთრი გარეკანით, მეორედ - 1991 წელს, Rykodisc-ზე (ორი დამატებითი სიმღერით), მესამედ - 1999 წელს EMI-ზე (24 ბიტიანი ციფრული რემასტერის სახით, დამატებების გარეშე), უკანასკნელად - 2007 წელს EMI Japan-ზე, ორიგინალური გრამფირფიტის გარეკანის დიზაინის რეპროდუქციით.
ჩაწერილია 1976 წლის 23 მარტს ნასაუს ვეტერანების მემორიალურ კოლიზეუმში (იუნიონდეილი, ნიუ-იორკი).[14]
2009 წელს ცნობილი გახდა, რომ ალბომის დელუქს გამოცემა 2010 წელს გამოვიდოდა, მის Dolby 5.1 მიქსთან ერთად, რასაც 2 CD-ზე დაერთვებოდა ნასაუს 1976 წლის კონცერტის სრული ვერსია.[15][16] 2010 წლის 1 ივლისს ბოუის ოფიციალური საიტიდან ცნობილი გახდა იმავე წლის 20 სექტემბრისთვის დაგეგმილი ხელმეორე გამოცემების შინაარსი.[17]
სპეციალური გამოცემა წარმოდგენილია სამ CD-ზე სპეციალურ, CD-ის ზომის შეფუთვაში, 16 გვერდიანი ბუკლეტით და სამი ფოტოსურათით. ციფრული ჩამონატვირთი შეიცავს იმავე აუდიო შიგთავსს და დამატებით სიმღერას.
CD 1: Station to Station 2010 წლის ვერსია
Live Nassau Coliseum '76
ციფრული ჩამონატვირთის დამატებითი სიმღერა
დელუქს გამოცემაში შეტანილია 5 CD, 1 DVD და 12" გრამფირფიტები. შეფუთვა წარმოადგენს ყუთს, რომლის შიდა მხარეს მოთავსებულია სტუდიის ტიპის აკუსტიკის დამხშობი ღრუბელი. აგრეთვე შეტანილია 24 გვერდიანი ბუკლეტი, პოსტერი და ორი პატარა საქაღალდე საკოლექციო მასალის რეპროდუქციით.
CD 4 და 5: Live Nassau Coliseum '76
DVD
ყოველკვირეული ჩარტები
|
წლის საბოლოო ჩარტები
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.